ელიზაბეთ ჯეიკობსის ახალი დოკუმენტური ფილმი „მოპარული ბავშვები“, რომელიც ანჯელინა ჯოლის საქმეს უკავშირდება, საზოგადოებაში უამრავ კითხვას აჩენს. ამ თემაზე ხმამამღლა პირველად საუბრობს ჰოლივუდის ვარსკვლავის ახლო მეგობარიც, სარა მოუნი. როცა ანჯელინა ჯოლი კამბოჯას სტუმრობდა, სარა მაშინ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. მათ ერთამენთი სწორედ ამ დროს გაიცნეს და ერთმანეთის კარგი მეგობრები გახდნენ.
სარა ანჯელინასა და ბრედის ერთ-ერთი შვილის მედოქსის აყვანის ამბავს იხსენებს და ამბობს: „მე არ ვარ 100% დარწმუნებული იმაში, რომ მედოქსი ობოლი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის ბავშვთა სახლში იყო. მისი გაშვილების დროს ერთ-ერთი მშობელი მაინც შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო“. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა სააგენტოს „Licadho“-ს ხელმძღვანელმა კეკ გალიბრუმ, რომელიც შვილად აყვანას იკვლევდა, თქვა: „დარწმუნებული ვარ, ეს ბავშვი არც ობოლი იყო და არც მიტოვებული“.
თავად ანჯელინა ამტკიცებს, რომ მან გამოიკვლია მედოქსის ვინაობა და როცა შეიტყო, რომ მას მშობლები არ ჰყავდა, მხოლოდ მას შემდეგ იშვილა. მსახიობი ამბობს, რომ ის მშობლებს შვილს არასდროს წაართმევდა და წარმოდგენაც არ უნდა, რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს ეს. 21 წლის რეჟისორი ელიზაბეტ ჯეიკობსი ამ სკანდალური საქმის დეტალებს დოკუმენტურ ფილმში „მოპარული ბავშვები“ იკვლევს.
ელიზაბეტის მშობლებმა მიმართეს სწორედ იმ შვილად აყვანის სააგენტოს, რომლითაც ანჯელინა ჯოლი სარგებლობდა კამბოჯაში ყოფნის დროს, 2002 წელს და მას ბრალდება წაუყენეს. ამ სააგენტოს გალინდო და ლივ დევინები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც საბუთების გაყალბებისთვის 150 000 აშშ დოლარით დააჯარიმეს. ამბის გამოაშაკარავების შემდეგ აშშ-მ შეწყვიტა შვილად აყვანის საქმეში კამბოჯასთან თანამშრომლობა, ანჯელინა ჯოლიმ კი განახცადა, რომ ამ უკანონო სქემის შესახებ არაფერი იცის.
სარა მოუნი დუკუმენტურ ფილში ამბობს, რომ როცა საქმე ფულს ეხება, ყველაფერი შესაძლებელი ხდება. „იმედი მაქვს, ყველაფერი გამჟღავნდება, რაც მაშინ კამბოჯაში ხდებოდა, თუმცა არ მინდა, რომ მედოქსს ამით ტკივილი მიადგეს. მე მთხოვეს, ხელი მომეწერა საბუთებზე, სადაც ეწერა, რომ მედოქსს მამა არ ჰყავს. მე შეცდომაში შევიყვანე სხვები, როდესაც ხელი მოვაწერე შვილად აყვანის საბუთებს. ვღელავდი, რომ ეს არაკეთილსინდისიერი იყო, მაგრამ ვალდებული ვიყავი ხელი მომეწერა საბუთებზე. ანჯელინასთან მეგობრობის გამო, მინდოდა, რაც შემეძლო, ყველაფერი გამეკეთებინა. ის ასევე ჩემი ორგანიზაციის სპონსორი იყო“ - აღნიშნავას სარა.
იმ დროს ანჯელინა ჯოლი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სპეციალური წარმომადგენელი იყო და ის განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ კამბოჯაში არსებულ პრობლემებს უთმობდა. „2000 წლიდან მან დიდი დრო გაატარა კამბოჯაში, სტუმრობდა ჩვენს პროექტებს და ხშირად ვატარებდით ღამეს ერთად. ანჯელინას ძალიან უყვარდა ჩემი ქვეყანა. ის ჩემთვის ძალიან კარგი მეგობარი გახდა და ღიად მელაპარაკებოდა მედოქსთან დაკავშირებითაც, მინდოდა, ჩემი და მისი შვილები ერთად გაზრდილიყვნენ, თუმცა ასე არ მოხდა“ - აღნიშნავს მუნი, იმ სააგენტოს დირექტორი, რომლის საშუალებითაც ანჯელინამ მედოქსი იშვილა. მოგვიანებით მუნი და ჯოლი ერთამენთს არსებული გაუგებრობისა და გამოთქმული ბრალდებების გამო დაუპირისპირდნენ, მაგრამ მუნი აღნიშნავდა, რომ ის ანჯელინას კვლავ მეგობრად თვლის და დიდ პატივს სცემს. საბოლოოდ, მუნის ქვეყნიდან გაქცევა მოუწია და ცოლსა და სამ შვილთან ერთად ახლა კანადაში ცხოვრობს.
ანჯელინამ იშვილა მედოქსი თავის მაშინდელ მეუღლესთან, ბილი ბობ ტორნტონთან ერთად, რომელსაც გაეყარა 2003 წლის მაისში. როდესაც მან ბრედ პიტთან შექმნა ოჯახი, მან იშვილა პაქსი და ზაჰარაც. გარდა ამისა, წყვილს სამი ბიოლოგიური შვილი შეეძინა: შეილო, ვივიენი და ნოქსი.