ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მისი წარმატება კარიერაში და პრობლემები პირად ცხოვრებაში ხშირად ხდება განხილვის საგანი. ბევრს საუბრობენ ჩოგბურთელის გერმანელი საცოლის, შარლოტა ჰელენის შესახებაც, რომელიც რამდენიმე თვის წინ საქართველოში იმყოფებოდა და ნიკოლოზის ოჯახიც გაიცნო.
თავად ჩოგბურთელი შარლოტა „ინსტაგრამზე“ აქტიურად აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს. როგორც ჩანს, ის საქმროს ტურნირებზეც დაჰყვება და გულშემატკივრობს. როგორც მისი პოსტებიდან ირკვევა, შარლოტას საქართველო ძალიან მოსწონს და ქართული ენის შესწავლასაც ცდილობს.
ამჯერად გერმანელი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ფოტოს „ინსტაგრამსთორიში“ აქვეყნებს. „ძალიან ამაყი ვარ შენით“ - წერს შარლოტა ჰელენი შეყვარებულის ფოტოზე, რომელიც ტოკიოში, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე იმყოფება.