„ბავშვობიდან მინდოდა, რომ სამი შვილი მყოლოდა“ - ქეთა თოფურია გამომწერების კითხვებს პასუხობს

„ბავშვობიდან მინდოდა, რომ სამი შვილი მყოლოდა“ - ქეთა თოფურია გამომწერების კითხვებს პასუხობს
მომღერალი ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად ფოტოებსა და სიახლეებს ხშირად უზარებს. ამჯერად ქეთამ გამომწერების კითხვებს უპასუხა და დაწერა, რომ ის ბავშვობიდან სამი შვილის ყოლაზე ოცნებობდა. ხოლო კითხვაზე, რომელია მისი უფროსი შვილის, ოლივიას საყვარელი კერძი ქართული სამზარეულოდან, უპასუხა, რომ, მის მსგავსად, ოლივიასაც ყველაზე მეტად ხაჭაპური უყვარს.


გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ქეთა ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია, განსაკუთრებულ მოწონებას კი მისი ახალი იმიჯი იმსახურებს. „რამდენი გოგო მივა
თბილისში თავის სტილისტთან ამ ფოტოთი“ - წერდნენ ქეთას ახალ ფოტოებზე, რომელშიც მომღერალს თმა ქერად აქვს შეღებილი.


მანამდე კი, ხვეულ თმაში, ქეთა თოფურიას უიტნი ჰიუსტონსა და ბარბარა სტრეიზანდსაც კი ადარებდნენ.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93