მომღერალი ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად ფოტოებსა და სიახლეებს ხშირად უზარებს. ამჯერად ქეთამ გამომწერების კითხვებს უპასუხა და დაწერა, რომ ის ბავშვობიდან სამი შვილის ყოლაზე ოცნებობდა. ხოლო კითხვაზე, რომელია მისი უფროსი შვილის, ოლივიას საყვარელი კერძი ქართული სამზარეულოდან, უპასუხა, რომ, მის მსგავსად, ოლივიასაც ყველაზე მეტად ხაჭაპური უყვარს.
გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ქეთა ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია, განსაკუთრებულ მოწონებას კი მისი ახალი იმიჯი იმსახურებს. „რამდენი გოგო მივა თბილისში თავის სტილისტთან ამ ფოტოთი“ - წერდნენ ქეთას ახალ ფოტოებზე, რომელშიც მომღერალს თმა ქერად აქვს შეღებილი.
მანამდე კი, ხვეულ თმაში, ქეთა თოფურიას უიტნი ჰიუსტონსა და ბარბარა სტრეიზანდსაც კი ადარებდნენ.