„თუ ამერიკას ნაომი კემპბელი და კლაუდია შიფერი ჰყავს, ჩვენ ცირა კობიაშვილი გვყავს“ - რას წერენ მომღერალს გამომწერები

„თუ ამერიკას ნაომი კემპბელი და კლაუდია შიფერი ჰყავს, ჩვენ ცირა კობიაშვილი გვყავს“ - რას წერენ მომღერალს გამომწერები
მუსიკალურ პროექტ "X-ფაქტორის" მონაწილე, მომღერალი ცირა კობიაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. პროქტი მისთვის საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, რადგან ჯერ მის მიერ გარდაცვლილი შეყვარებულისთვის მიძღვნილმა სიმღერამ, შემდეგ კი ჟიურის ერთ-ერთ წევრთან გაუგებრობამ დიდი ყურადღება დაიმსახურა. ცირამ საკუთარი ვოკალური მონაცემებითა და გამორჩეული ვიზუალით მსმენელს თავი მალევე დაამახსოვრა.




მომღერალი საკუთარ პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა აღარ საუბრობს და არც რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, თუმცა გამომწერებსა და გულშემატკივრებს ხშირად უზიარებს კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან. როგორც ჩანს, ის ბევრ ვარჯიშობს და სპორტდარბაზში
სარკის წინ პოზირებასაც ასწრებს. ამის პარალელურად კი, განსაკუთრებით ზრუნავს ვიზუალზე და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება.




ცირა კობიაშვილის თვალისმომჭრელი გარეგნობა შეუმჩნეველი არც მის გულშემატკივრებს რჩებათ და მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ და სხვადასხვა ცნობილ მოდელსაც ხშრად ადარებენ: „თუ ამერიკას ნაომი კემპბელი, კლაუდია შიფერი, სინდი კროუფორდი და კრისტი ტარლინგტონი ჰყავს, ჩვენ ცირაკობიაშვილი გვყავს, ცირა, ამქვეყნიური არ ხარ“, „ვინ ხარ? ბრუკი, ალესანდრა, კეიტი, ადრიანა? საოცრება ხარ“, „ცირა, სასწაული გოგო ხარ“ - წერენ ცირა კობიაშვილს.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93