წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 260 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
ნუცას ფოტოები გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. გამომწერები, გარდა მისი ვოკალური მონაცემებისა, ხშირად უსვამენ ხაზს მომღერლის იმიჯსა და გარეგნობასაც.
გამონაკლისი არც ნუცა ბუზალაძის ბოლო ფოტოებია, სადაც ის კონცერტის წინ სასცენო მაკიაჟითა და კაბით პოზირებს: „ნუცი, სასწაული ხარ და მაკიაჟზეც გავგიჟდი“, „ნამდვილი არტისტი ხარ, დიდი პასუხისმგებლობით, დიდი ასპარეზი და წარმატებები“, „ასეთ გოგოს რომ ვერ დააფასებ, ადამიანი არ უნდა იყო. ყველაფერ კარგს და კიდე უფრო მეტ წარმატებას გისურვებ, ნუცა“, „ლამაზი გოგო და საოცარი მომღერალი ხარ, ნუცა, წარმატებები“ - წერენ „ინსტაგრამზე“.