ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს ხშირად მიმართავს კითხვებით, აძლევს მათ რჩევებს და თავადაც იზიარებს საკუთარი გამომწერების აზრს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და სხვადასხვა თემაზე ღიად საუბარსაც არ ერიდება.
ნუკი, ამჯერად, გადაცემა „ყვითელ ყუთში“ სტუმრობაზე საუბრობს და „ინსტაგრამ“ გამომწერებს ვიდეოსაც უზიარებს: „ყვითელი ყუთი ფორმულაზე… არ მიყვარს ასეთ გადაცემებში სიარული, სულ რომ ყველაფერს მოგაყოლებენ პირადზე და არა მარტო, თან თუ დავთანხმდი, ვეღარ ვიტყუები და ყველაფერს ვყვები ხოლმე, მერე მედარდება, ან ვის რაში აინტერესებს ეს ჩემი პირადი, ან ხომ არ გავაღიზიანე ხალხი-მეთქი.. კომენტარებს ვერიდები, მწყინს და გულზე მხვდება ცუდს თუ წერენ. ამ გადაცემის პროდიუსერმა მითხრა, ლამაზი და სექსუალური უნდა გამოგაჩინოთო, აი მანდ კიდევ ვინერვიულე!!! ასე მგონია, უკვე წარსულს ჩაბარდა ჩემი ასეთი გადაღებები, მაინც არ ვარ 19 წლის მოდელი, აღარც ტანი მაქვს ეგეთი და აღარც გარეგნობა, ჩემმა ქმარმა, გიჟი ხარ, შენზე მომხიბვლელი არ მეგულებაო, ამან ბიძგი მომცა და ახლა რომ ვუყურებ ამ კადრებს, არამიშავს, ხო იცით თქვენ!! ძალიანაც ვიდზე ვყოფილვარ და ტყუილად მეჩვენება, რომ დავკარგე მიმზიდველობა. გოგოებო, არასდროს დააკომპლექსოთ საკუთარი თავი, გადაიღეთ კიდეც, გაიღიმეთ კიდეც, გათამამდით კიდეც და იხალისეთ კიდეც. ახლა ამ ვიდეოს რომ ვუყურებ, რაღაცნაირად, მსიამოვნებს, მომწონს-სავით ჩემი თავი… რას იტყვით? არ დაგავიწყდეთ, ბავშვიც გავაჩინე და 17 წლის აღარ ვარ” - წერს ნუკი.
ვიდეოს გამომწერების მხრიდან დიდი გამოხამურება და უამრავი კომპლიმენტი მოჰყვა: „სასწაული გოგო ხარ, ნუკი“, „პოზიტივით სავსე, მშვენიერი ფორმებით“, „შენ ხარ გოგო, რომელიც, მგონია, ეკრანს არასდროს მობეზრდება“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
ვიდეოს ნუკი კოშკელიშვილის ამერიკელი ქმარი, ბენჯი ხაიმიც გამოეხმაურა, რომელიც მეუღლისა და შვილისგან შორს, ამერიკაში იმყოფება: „გამარჯობა, მე ბენი მქვია. მე ამერიკიდან ვარ. შენ ძალიან ლამაზი ხარ. გთხოვთ, მომწერეთ თქვენი ტელეფონის ნომერი“ - დაწერა ბენჯიმ. კომენტარმა ნუკის გულშემატკივრები ძალიან გაამხაირულა, თავად ტელეწამყვანმა კი ბენჯის უპასუხა, რომ ქმარი უკვე ჰყავს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>