მეგან მარკლი 4 აგვისტოს 40 წლის ხდება - როგორ აპირებს საიუბილეო თარიღის აღნიშვნას ჰერცოგინია

მეგან მარკლი 4 აგვისტოს 40 წლის ხდება - როგორ აპირებს საიუბილეო თარიღის აღნიშვნას ჰერცოგინია
როგორც ცნობილია, მეგან მარკლი, რომელსაც სულ ახლახან შეეძინა მეორე შვილი, ლილიბეტი, დაბადების დღეზე დიდი წვეულების მოწყობას არ აპირებს. 4 აგვისტოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ასევე იუბილარია, ის 60 წლის ხდება. ტაბლოიდები წერენ, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მაღალი თანამდებობის სტუმრებისთვის „ბრძოლას“ არიდებენ თავს, თავად მეგანი და ჰარი კი ობამასთან სტუმრობას არ გეგმავენ.

წყვილმა მნიშვნელოვანი დღის მოკრძალებულად აღნიშვნა ორი მთავარი მიზეზით გადაწყვიტა: პირველი - მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ხოლო მეორე - ახალშობილი ლილიბეტი, რომელიც ქვეყანას
ივნისში მოევლინა. მშობლები ცდილობენ, ლილისა და არჩის მაქსიმალური სიმშვიდე და კომფორტი შეუქმნან.

აპირებს თუ არა ჰარი რაიმე სიურპრიზის მოწყობას მეუღლისთვის, ამაზე ცნობილი ჯერ არაფერია, თუმცა, როგორც გამოცემები წერენ, მათ საცხოვრებელთან ახლოს არაერთი ადგილია, სადაც ოჯახი ამ დღეს სასიამოვნოდ გაატარებს. ამის გამოცდილება ჰარისა და მეგანს ნამდვილად აქვთ - როდესაც მეგანი 36 წლის ხდებოდა, ისინი ჯერ კიდევ შეყვარებულები იყვნენ. მაშინ ჰარიმ მეგანი აფრიკაში, ბოტსვანაში წაიყვანა. 37-ე იუბილეს მეგანი პირველად შეხვდა სამეფო ოჯახის წევრის სტატუსით და წყვილი ჩარლი ვან სტრაუბენზისა და დეიზი ჯენქსის ქორწილში იმყოფებოდა.

38-ე დაბადების დღე გამორჩეული იყო იმით, რომ მეგანი პირველად შეხვდა იუბილეს დედის აპლუაში, მას უკვე ჰყავდა პირველი შვილი, არჩი. ოჯახმა ეს დღე მშვიდ გარემოში სადღესასწაულო სტაფილოს ნამცხვრით აღნიშნა. 39-ე იუბილე პანდემიის გამო კვლავ მოკრძალებულად აღინიშნა. ამას ერთვოდა ისიც, რომ წყვილმა სასახლე სკანდალურად დატოვა და აშშ-ში გადავიდა.

ამ დროისთვის, მეგანის ყველა საუკეთესო მეგობარი მასთან ახლოს, შტატებში ცხოვრობს. მათ შორის არიან მისი კოლეჯის მეგობარი ლინდსი როტი, მსახიობები ჯანინა გავანკარი და აბიგაილ სპენსერი, ტელევიზიის დირექტორი სილვერ თრი და ვიზაჟისტი დანიელ მარტინი. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ჰარიმ და მეგანმა ხვალინდელი დღე სწორედ მეგობრებთან ერთად სასიამოვნოდ გაატარონ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93