კამერონ დიასი შვილს ფართო საზოგადოებისა და კამერებისგან დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, თუმცა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ მისი გამოჩენის დროა. ფანები გოგონას პირველ ფოტოებს დიდი სიხარულით შეხვდნენ.
48 წლის კამერონ დიასმა 2018 წელს განაცხადა, რომ ის კინოინდუსტრიიდან მიდიოდა. ეს მისი კოლეგებისა და თაყვანისმცემლებისთვის ნამდვილი შოკი იყო, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მსახიობი კარიერის პიკზე იმყოფებოდა და რეჟისორები ერთმანეთს აშკარა კონკურენციას უწევდნენ მის როლზე დასამტკიცებლად.
ამ შოკისმომგვრელი გადაწყვეტილები მიზეზი მარტივი იყო - კამერონ დიასი თვლიდა, რომ მან კინოში საკუთარი სახელი უკვე დაიმკვიდრა, ახლა კი დრო იყო, მიეხედა ოჯახისთვის, მეტი დრო დაეთმო მეუღლისთვის, მუსიკოს ბენჯი მადდენისთვის და, საბოლოოდ, აესრულებინა დიდი ხნის ოცნება - ჰყოლოდა შვილი. მსახიობი ამბობდა, რომ 25 წლის ასაკში შვილის გაჩენას სჯობს, 40 წლის გახდე დედა.
პაპარაცებსა და კამერებს კამერონ დიასი შვილს დიდი ხნის განმავლობაში უმალავდა - ხან მკერდზე იკრობდა შვილს, ხან - სახეზე ქუდს აფარებდა. ახალ კი, როგორც ჩანს, დროა, რედიქსი მთელმა მსოფლიომ გაიცნოს. მსახიობის გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ეს გოგონას უკანასკნელი გამოჩენა არ იქნება და მის ფოტოებს კამერონი საკუთარ „ინსტაგრამზეც“ გამოაქვეყნებს.