ჯეიკ ჯილენჰოლი შესრულებული როლებითა და შთამბეჭდავი კარიერით თანამედროვე კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. მისი სამსახიობო ოსტატობა განსაკუთრებით კარგად ჩანს ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა, სტრინგერი, კუზიანი მთა, დონი დარკო და სხვ. ჯეიკ კილენჰოლი ბევრი კინომანის საყვარელი მსახიობი, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მას ბანაობასთან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს.
ჯეიკი თვლის, რომ ვარჯიშის შემდეგ დაბანა, ან ყოველდღიური შხაპი სულაც არ არის აუცილებელი: „ყოველ დღე ვხვდები, რომ ხშირი ბანაობა არც ისე აუცილებელია“ - თქვა 40 წლის მსახიობმა Prada-ს სუნამოზე, Luna Rossa Ocean-ზე საუბრისას.
ჯეიკ ჯილენჰოლი განმარტავს, რომ ჰიგიენა მნიშვნელოვანია, თუმცა ფიქრობს, რომ ჩვენს სხეულს თვითწმენდის ფუქნციაც აქვს, რაც განაპირობებს იმას, რომ ადამიანებს ყოველ დღე ბანაობა არ სჭირდებათ.
ჯეიკ ჯილენჰოლი ერთადერთი არ არის, ვინც ამ მოსაზრებას იზიარებს. მას ეთანხმებიან კრისტიან ბეილი და დაქს შეპარდიც, რომლებმაც The View-თან საუბრისას აღნიშნეს, რომ ზოგჯერ შვილების ბანაობა ავიწყდებათ.
მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი თვლიან, რომ მშობლები არასწორად იქცევიან, როცა ბავშვებს კვირაში რამდენჯერმე აბანავებენ: „ჩვენ ჩვენს 4 წლისა და 6 წლის შვილებს მაშინ ვბანთ, როდესაც მათ კანსა და თმაზე ჭუჭყს ვამჩნევთ“ - განმარტეს მათ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>