ბრიტნი სპირსის მამა მომღერლის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მის ფსიქიატრიულ კლინიკაში დაბრუნების საკითხსაც კი განიხილავს. ჯეიმი სპირსის განცხადებით, მას დაუკავშირდა ჯოდი მონტგომერი, ბრიტნის სამედიცინო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, რომელმაც სთხოვა დახმარება მომღერლის ბოლოდროინდელი ქცევის გამო.
მონტგომერი შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ბრიტნი საჭირო მედიკამენტებს არ იღებს და დაასახელა მიზეზი, რის გამოც, კალიფორნიის კანონმდებლობის შესაბამისად, ადამიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსებაა შესაძლებელი: „მონტგომერიმ მითხრა, რომ ბრიტნი კონტროლს არ ექვემდებარება“ - თქვა ჯეიმი სპირსიმ სასამართლოზე.
ჯეიმი სპირსი, ასევე, განმარტავს, რომ ის 2018 წლიდან შვილის მკურნალობის საკითხში ჩართული აღარ არის, ხოლო პირი, ვინ მიიღო ბრიტნის ფსიქიატრიულ კლინიკაში განთავსების გადაწყვეტილება, სწორედ ჯოდი მონტგომერი იყო. სასამართლოს დასკვნაში კი წერია, რომ მონტგომერი მხოლოდ ჯეიმი სპირსის მითითებებს ასრულებდა. მოტგომერი უარყოფს იმასაც, რომ მან ჯეიმის ბრიტნის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ მსგავსი ინფრომაცია მიაწოდა და უთხრა, რომ ის კვლავ უნდა დაბრუნდეს კლინიკაში.
2008 წლიდან დღემდე ჯეიმი სპირსი ბრიტნის ერთადერთი მეურვეა, რომელიც მისი ცოხვრების თითქმის ყველა დეტალს განაგებს. მომღერალმა ცოტა ხნის წინ საქმე სასამართლოში შეიტანა და დავა მამასთან ამ გზით დაიწყო. ბრიტნი სპირსი იბრძვის თავისუფლებისთვის და მას სოციალურ ქსელში ათასობით მხარდამჭერი ჰყავს.