მსახიობი ბრწყინავს არამარტო წითელ ხალიჩებზე არამედ საკუთარ სახლშიც, იტალიაში.სერიალში „დაურეკე ჩემს აგენტს“ მონიკა ბელუჩი, სადაც საკუთარ თავს განასახიერებს, იმ პრობლემებს წარმოაჩენს რომელსაც ყოველდღიურად აწყდება იმის გამო, რომ მონიკაა. პირველ რიგში ყურადღებას მისი ვიზუალი იქცევს. ეს გასაკვირიც არ არის, ვინაიდან, როგორც ეკრანზე მსახიობი ცხოვრებაშიც არანაკლებ მიმზიდველი და ლამაზია.
56 წლის მიუხედავად, ისეთივე მომნუსხველია, როგორც სამსახიობო და სამოდელო კარიერის დასაწყისში. თაყვანისმცემლებს ის არამარტო სილამაზის, ჭკუის და თავდაჯერებულობის გამო, არამედ იმის გამოც უყვართ, რომ მას შეუძლია ცხოვრებისგან მიიღოს მაქსიმალურად სიამოვნება.
მსახიობს არ უყვარს შეზღუდვები. „ვიცი, რომ არ შეიძლება პურის, ფუნთუშეულის და პასტას მირთმევა,იმისათვის რიმ ფორმები შეინარჩუნო, მაგრამ დამეთანხმებით, რომ სიამოვნების მიღება აუცილებელია, უფრო საზიანო საკუთარი თავისთვის რაღაცების შეზღუდვა მიმაჩნია.“ ბელუჩის არ უყვარს სპორტი და ამას თამამად აღიარებს. „სპორტულ დარბაზში სიარულის ნაცვლად, შავი ფერის ტანისამოსს ვიცვამ - ეს უფრო პრაქტიკული და სასიამოვნოა.“ ის ყოველთვის თავისი თავის ერთგულია.
წაიკითხეთ სრულად
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>