დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ვარსკვლავურ წყვილთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელთა ურთიერთობამ ყველანაირ სირთულეს, მედიის ზედმეტ ჩარევას და წნეხს გაუძლო.
ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ასე ამბობენ, რომ ბექჰემების სიყვარულის ლეგენდარული ისტორია საქართველოში დაიწყო. როდესაც დევიდი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა, ვიქტორია ტელევიზორში გასულ მუსიკალურ კლიპში დაინახა და მისი გაცნობის სურვილიც სწორედ მაშინ გაუჩნდა.
1997 წლის საქველმოქმედო მატჩზე საბედისწერო შეხვედრის შემდეგ, Manchester United-ის იმდროინდელი ფეხბურთელი და Spice Girl-ის წევრი მსოფლიოს უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში გამუდმებით ხვდებოდნენ.
„პირველი სამი თვის განმავლობაში ყველაფერი შესანიშნავად გახლდათ, რადგან არავისთვის იყო ცნობილი, რომ ერთად ვიყავით. სწორედ ამიტომ, ძალიან გვიყვარდა საწყისი პერიოდი, რადგან ყველასგან უჩუმრად შეგვეძლო სიარული, მაქსიმალურად ვცდილობდით დრო ერთად გაგვეტარებინა. ჩვენი პირველი კოცნა რესტორნის ავტოსადგომზე იყო, ეს ჩვენი ცხოვრების გამორჩეული პერიოდი გახლდათ“, - განაცხადა დევიდ ბექჰემმა.
1997 წლის 4 მარტს წყვილმა საზოგადოებას პირველი შვილის დაბადება ამცნო. მათ ვაჟიშვილს ბრუკლინი დაარქვეს, რადგან სწორედ ნიუ-იორკის დასახლებაში ყოფნის დროს შეიტყვეს, რომ პირველ შვილს ელოდებოდნენ.
„იყო დაქორწინებული ამდენი ხნის განმავლობაში, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, რადგან ქორწინება ხშირად წლების გასვლის შემდეგ უფრო და უფრო რთულდება“, - განაცხადა დევიდმა ავსტრალიის სატელევიზიო შოუ The Sunday Project-ში საუბრისას. 1998 წლის იანვარში ყოფილმა ფეხბურთელმა ვიქტორიას ხელი სთხოვა, წყვილი კი 1999 წლის 4 ივლისს ირლანდიაში, Luttrellstown Castle-ში დაქორწინდა.
სრულად