ბენ აფლეკმა 49 წლის იუბილე სამ საყვარელ ადამიანთან, შვილებთან ერთად აღნიშნა. ვიოლეტი, სემუელ გარნერი და სერაფინა როუზ ელიზაბეტი მსახიობს ჯენიფერ გარნერთან ქორწინების დროს შეეძინა. ისინი დაქორწინებულები 2005-15 წლებში იყვნენ, ერთმანეთს ოფიციალურად კი 2018 წელს დაშორდნენ. პაპარაცებმა მამა შვილებთან ერთად ქუჩაში დააფიქსირეს, როცა ისინი ოჯახის მეგობრების მოსანახულებლად მიდიოდნენ.
სანამ ბენ აფლეკი დაბადების დღეს ოჯახურ კამპანიაში აღნიშნავდა, მისი საყვარელი ქალი ჯენიფერ ლოპესი დროს 13 წლის ქალიშვილთან, ემასთან ერთად ატარებდა. სულ ცოტა ხნის წინ თავად ჯეი ლომ საკუთარი იუბილე ბენთან ერთად გემზე აღნიშნა.
ჯენიფერმა ბენს დაბადების დღისთვის უჩვეულო და ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა. როგორც ცნობილია, ის ყოფილ პარტნიორს, ალექს როდრიგესს საბოლოოდ დაშორდა და უარი თქვა ყველა მოგონებაზე, რაც მასთან აკავშირებდა. ამისთვის კი სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტოებიც წაშალა და „ინსტაგრამზე“ მისი გამოწერაც გააუქმა. ბენ აფლეკი ამ ამბავმა ძალიან გაახარა.
მიმდევრებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ ლოპესის პროფილზე არ არის ამ წლის იანვარში გადაღებული ფოტოები, როცა ის ყოფილ პარტნიორთან ერთად ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის მახლობლად იმყოფებოდა. თავად როდრიგესი კი ჯენიფერ ლოპესთან დაშორების შემდეგ პაპარაცებმა არაერთხელ დააფიქსირეს გოგონების გარემოცვაში იახტასა და ღამის კლუბში.