24 წლის მილიარდერი კეილი ჯენერი და მომღერალი ტრევის სკოტი მეორე შვილს ელოდებიან. წყვილს უკვ ჰყავს სამი წლის გოგონა, სტორმი და, როგორც ჯენერი ამბობს, მას სურს, მეორე შვილი ბიჭი იყოს.
2020 წელს ერთ-ერთ ინეტრვიუში კეილი ჯენერი ამბობდა, რომ მის ოჯახსა და მეგობრებს სტორმი ძალიან უყვართ და ამას ყოველთვის გრძნობს. „ისინი დაიჟინებით მთხოვენ, რომ სტორმის ძმა გავუჩინო, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია“ - ამბობდაი ის. ამასთან, კეილი აღნიშნავდა, რომ მას შვიდი შვილის ყოლა სურს: „ორსულობა უბრალო რამ არ არის, ის ძალიან რთულია და მე ამისთვის ჯერ მზად არ ვარ“ - ამბობდა ის გასულ წელს.
კეილი ჯენერმა ტრევის სკოტთან ურთიერთობა 2017 წელს დაიწყო და პირველ ორსულობას საგულდაგულოდ მალავდა. სასიამოვნო სიახლე საჯარო მხოლოდ სტორმის გაჩენის შემდეგ გახდა: „ვთვლი, რომ პატარა ასაკში დავორსულდი და არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა ამას ხალხი. ვფიქრობ, რომ მაშინ სწორად მოვიქეცი“ - განმარტავს ის. მის მოსაზრებას იზიარებს კენდალ ჯენერიც: „მე არასდროს ვყოფილვარ ორსულად, მაგრამ ვიცი, რომ ორსულობისას სიმშვიდე აუცილებელია როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის. მგონია, რომ სტორმი გასაოცარი ბავშვია, ის დედის ასლია და ეს მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ კეილი ფეხმძიმობის დროს თავს უფრთხილდებოდა. კეილის უფროსი და, კიმ კარდაშიანი, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს, ამბობს, რომ ეს პერიოდი კეილიმ სახლში, სიშვიდეში უნდა გაატაროს: „მახსოვს, ორსულობის დროს ბევრს დავდიოდი და პაპარაცები სახლშიც კი გვიცვივდებოდნენ, ეს დაუშვებელია“.
პირველად კეილი ჯენერის ორსულობის შესახებ ჭორები ცოტა ხნის წინ გაჩნდა, როცა ის კამერების წინ ფართო პერანგით გამოჩნდა. ამჯერად კი სასიამოვნო ინფორმაციას ის თავად ადასტურებს.