მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
სულ ცოტა ხნის წინ ქეთა თოფურია საქართველოში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ის ევროპაში გაემგზავრა და, როგორც ჩანს, დასასვენებლად არაერთ კურორტს ეწვია. მომღერალმა ფოტოები საფრანგეთიდან, იტალიიდან და მონაკოდან გამოაქვეყნა, გამომწერებისგან კი, როგორც ყოველთვის, არაერთი დადებითი შეფასება მიიღო: „ისეთი ლამაზი ხარ, დაცვის გარეშე სიარული საშიშია“, „რა სასიამოვნოა შენი ყურება“, „ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ქეთა თოფურიას სტილი და ჩაცმულობა. მისი გულშემატკივრები ხშირად წერენ, რომ მოდელი ყოველთვის განსაკუთრებულ ფორმაშია. „შენი აქსესუარები ყოველთვის ძალიან მოდურია“, „როგორ გიხდება ეს სტილი“, „ძალიან ლამაზი სათვალეა“ - აღნიშნავენ კომენტარებში.