პაპარაცებმა ბენ აფლეკი დედასთან, სემთან და შვილთან, სამუელთან ერთად მაღაზია Tiffany’s-ში დააფიქსირეს. როგორც ტაბლოიდები წერენ, მსახიობი იქ ნიშნობის ბეჭდის შესარჩევად იყო მისული.
პირველად ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესს ბეჭედი 2002 წელს აჩუქა. მაშინ მსახიობმა 6.1-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტის ბეჭედი შეარჩია, რომელიც ჰარი უისტონის მიერ იყო შექმნილი და 2.5 მილიონი დოლარი ღირდა. მიუხედავად ამისა, წყვილმა 2003 წელს დაგეგმილი ქორწილი გადადო, ხოლო 2004 წელს ისინი ოფიციალურად დაშორდნენ: „ამ რთულ დროს ხალხს ვთხოვთ, რომ პატივი სცენ ჩვენს პირად სივრცესა და გადაწყვეტილებას“ - ამბობდნენ ისინი.
ალექს როდრიგესთან ურთიერთობის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ, 2021 წლის აპრილის თვეში, 49 წლის ბენ აფლეკმა და 52 წლის ჯენიფერ ლოპესმა კვლავ დაიწყეს შეხვედრა. მას შემდეგ წყვილი ხშირად ჩნდება ერთად და მათი რომანტიკული ფოტოები სოციალურ მედიას ხშირად იპყრობს.
როგორც ცნობილია, ბენისა და ჯენიფერის ოჯახები ერთად დასასვენებლადაც ხშირად დადიან. თავად ბენმა კი ჯენიფერის დედასთან ერთად ივნისში ლას-ვეგასში რამდენიმე დღე გაატარა.