მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჟურნალისტური კარიერის პარალელურად, აქტიურად აგრძელებს ახალ მუსიკალურ კლიპებზე მუშაობასაც და საკუთარ სიახლეებს "ინსტაგრამის" გამომწერებსაც ამცნობს.
ამჯერად ნინი კადრებს თურქეთიდან აქვეყნებს და წერს, რომ მისი ახალი სიმღერის კლიპისთვის გადაღებები სტამბოლში მიმდინარეობს. ზღვის ნაპირზე გადაღებულმა ვიდეომ გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება დაიმსახურა: „რა ლამაზი და ნაზი ხარ, სასიამოვნო, დახვეწილი და არისტროკრატული”, „რა ლამაზი ხარ, ნინი, და ორმაგად ლამაზი ზღვის ფონზე“, „რა ხდება, ახალი კლიპი?“, „ჩემმა 4 წლის შვილმა, ეს ვინ არის, ქალთევზაო?” - წერენ „ინსტაგრამზე“.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>