ინფლუენსერი და "დრეს თბილისის" მფლობელი ანანო სახელაშვილი შეყვარებულთან და მეგობართან ერთად სტამბულში ისვენებს. ანანომ დასვენების პირველი ფოტოები უკვე გამოაქვეყნა. სახელაშვილმა სტამბულს წელს რამდენჯერმე ეწვია, პანდემიის პირობებში თურქეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას და მკაცრ პირობებს არ აწესებს, ქართველები კი დასასვენებლად სტამბულში ხშირად ჩადიან.
ანანო და ზვიო თურქეთში კარგ დროს ატარებენ, მოგზაურობისას წყვილს პატარა ინციდენტიც გადახდა თავს. მათ ბარგი ტაქსიში დარჩათ, საღამო კი ყველამ ერთად პოლიციის განყოფილებაში გაატარა, თუმცა საბედნიეროდ ნივთების პოვნა შეძლეს და მეორე დილით ყველაფერი დაიბრუნეს.
ანანოსა და ზვიოს თურქული ვოიაჟი სახალისო ვიდეობის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა, წყვილმა მხიარული ვიდეო უკვე გამოაქვეყნა. ანანოს გამომწერები კი წყვილის ხუმრობას სახალისო თურქული ფრაზებით გამოემხმაურნენ.
"მიყვარხართ, ულამაზესები ხართ"- უწერენ ანანოსა და ზვიოს საერთო ფოტოზე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>