მომღერალი ნინი ქარსელაძე დედის ჯანმრთელობის შესახებ სასიხარულო ამბავს ავრცელებს. ნინი "ინსტაგრამზე" ხათუნა ჟორდანიას მიმართავს და გამარჯვებას ულოცავს. როგორც ჩანს, ხათუნამ სიმსივნესთან სამწლიანი ბრძოლა მოიგო და გამოჯანმრთელდა.
"ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა, ღმერთმა შენი სიცოცხლე მაჩუქა, მიყვარხარ";
"ჩემი პირადი მზე, მე შენ დაგპირდი და ახლაც გიმეორებ, კიდევ 100 წელი არსად გიგიშვებ".
"3 წელი მხოლოდ ამ დღეს ველოდებოდი, მხოლოდ ამ დღით ვცხოვრობდი! ღმერთს მადლობა, რომ ეს დღეც მოვიდა! ჩვენი სიყვარული ყველაფერს მოერევა და მთებს გადადგამს. მიყვარხარ, ყოველთვის შენი პატარა გოგო" - წერს ნინი "ინსტაგრამზე".
ნინი ქარსელაძე დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საზოგადოდ იშვიათად საუბრობს, თუმცა სასიხარულო ამბებს მეგობრებსა და გამომწერებს მუდამ უზიარებს.
ხათუნა ჟორდანია უკვე რამდენიმე წელია სიმსივნეს ებრძვის. მან მკურნალობის კურსი თურქეთშიც ჩაიტარა და საბოლოოდ, 3 წლის შემდეგ სიმსივნე დაამარცხა.
სოციალურ ქსელში დედის გამოჯანმრთელებას გამოეხმაურა ანასტასია ხაჩიძეც და "ინსტაგრამ სთორიში" ხათუნას ვიდეო დადო, სადაც ის საზოგადოებას მარიამობას ულოცავს და ყველას ღიმილისკენ მოუწოდებს. ანასტასია და ნინი ხათუნას დიდი გულშემატკივრები არიან და ეს სოციალურ სივრცეში ცხადად ჩანს, დედას გოგოები მუდამ გვერდში უდგანან.