ეკუნა ყანჩაველს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის უკვე რამდენიმე წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და „ინსტაგრამის“ საშუალებით საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებსაც უზიარებს. ბოლო რამდენიმე თვეა, ეკუნა აქტიური ცხოვრების წესს მისდევს. ამის წყალობით წონაშიც დაიკლო და იმიჯიც შეიცვალა:
„ვინც არ იცით, ამერიკაში ვარ მესამე წელია, ჩამოვედი 20 წლის, არა დედა, არა მამა, არა ნათესავი, მოკლედ, არავინ. მხოლოდ ჯიბის ფული მედო საფულეში, ისიც არ ვიცოდი, რას ვიზამდი, სად ვიცხოვრებდი ან როგორ აეწყობოდა ყველაფერი, მაგრამ, მგონი, სამყარომ დაიწყო ჩემზე მუშაობა და ეს ყველაფერი მიფასდება. ალბათ, ოდესმე წიგნს დავწერ და აღვწერ, რამდენი უცნაურობა გადამხდა” - წერდა ეკუნა.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეკუნას პირადი ცხოვრება. მომღერალი დიდი ხნის განმავლობაში არ ამხელდა, ვინ იყო მისი რჩეული და ფოტოებში არც მის სახეს აჩენდა. როგორც ეკუნა ერთ-ერთ ფოტოზე წერდა მისი შეყვარებული ირანული წარმოშობისაა, რომელიც ასევე ამერიკაშვი ცხოვრობს.
„სახეს რატომ უმალავ, ვერ გავიგე, არადა, მშვენიერი ბიჭია“ - წერდნენ კომენტარებში. როგორც მოგვიანებით ყანჩაველმა განმარტა, არ უნდა, მისი პირადი ცხოვრება საჯარო იყოს და ასე სწორედ ამიტომ იქცევა.
ამჯერად ეკუნა რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მის სახეს აღარ მალავს: „ვინ არის ეს ბიჭი?“, „ძალიან უხდებით“, „რა იღბლიანია, ვინც შენ გვერდითაა“, „ულამაზესი წყვილი ხართ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.