ქართველი მომღერალი ნინო ჩხეიძე უკვე რამდენიმე დღეა ვენას სტუმრობს, ნინო საქმიანი ვიზიტით, კონცერტის ჩასატარებლად ვენაში ჩავიდა და ერთ-ერთ ცნობილ ჰოფბურგის სასახლესაც ესტუმრა.
მომღერალმა ახალი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და თავის გამომწერებს სიმღერის ვიდეოც გაუზიარა.
"უმშვენიერესი ხართ. როგორ გაალამაზეთ ეგ საღამო" - უწერენ ნინოს ახალ ფოტოზე.
არისტოკრატული სტილის მდიდრულ სასახლეში მომღერალს წითელი კაბა ეცვა, ნინომ მისი ცნობილი ჰიტი შეასრულა და გამომწერების მოწონებაც დაიმსახურა.
"ნი რა ლამაზი ხარ" - უწერს დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ფოტოზე.
ფოტოებიდან ჩანს რომ ჩხეიზე ვენაში კარგად ისვენებს და ქალაქის ლამაზ ადგილებსაც ათვალიერებს.
მომღერალი ვენამდე ისრაელს სტუმრობდა, ნინო ისრაელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და თელავივში დროს ხშირად ატარებს.