შორენა ბეგაშვილი ხშირად ჩნდება ტელეეკრანებზე და განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში. მისი ფოტოები „ინსტაგრამზე“ ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომენტარს იმსახურებს.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულმა კადრებმა ესპანეთიდან. ბარსელონაში ტელეწამყვანი შვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად ისვენებდა.
ამჯერად ყურადღებას შორენა ბეგაშვილის თამამი ფოტოსესია იპყრობს: „ვგიჟდები ამ ქალზე”, „არაამქვეყნიური სილამაზე“, „ქალი - ცეცხლი”, „სილამაზის ეტალონი ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.