ადელი ლოს-ანჯელესში ორშაბათს ღამით დააფიქსირეს, როცა ის შეყვარებულთან, რიჩი პაულთან ერთად პაემანზე მიდიოდა. 33 წლის მომღერალს მოკლე კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, პანდემიის გამო კი შავი ნიღაბი ეკეთა. 39 წლის რიჩი პაული კი ყოველდღიურ სამოსს, ჯინსებსა და კედებს ატარებდა.
როგორც ტაბლოიდები წერენ, წყვილი ერთ-ერთ მდიდრულ რესტორანში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ ადელი sirtfood-დიეტას იცავს და ამის წყალობით მან 100 ფუნტი დაიკლო. როგორც ჩანს, მომღერალი ზოგჯერ თავს უფლებას აძლევს, დიეტა დაარღვიოს და მეგობარ ბიჭთან ერთად რესტორანში ივახშმოს.
მას შემდეგ, რაც ადელმა წონაში დაიკლო, ცნობილი გახდა, რომ ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სპორტულ აგენტს, რიჩი პაულს ხვდებოდა. პაული თანამშრომლობს ისეთ ცნობილ სპორტსმენებთან, როგორიცაა ლებრონ ჯეიმსი.
სულ ცოტა ხნის წინ წყვილი ერთად დაესწრო NBA-ს ფინალის მე-5 თამაშს. ისინი ასევე ერთად დაესწრნენ რობერტ კრაფტის დაბადების დღის წვეულებას ივლისში, ხოლო ბოლოს ერთად დასავლეთ ჰოლივუდში სადილობისას შენიშნეს. მიუხედავად ამისა, თავად ადელი და რიჩი საკუთარ ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობენ და კომენტარს არც მათი წარმომადგენლები აკეთებენ.