ბრიტნი სპირსი თხოვდება? მისი შეყვარებული, ბეჭდის ყიდვის დროს დააფიქსირეს

ბრიტნი სპირსი თხოვდება? მისი შეყვარებული, ბეჭდის ყიდვის დროს დააფიქსირეს
სემ ასგარი რამდენიმე დღის წინ ძვირადღირებული სამკაულების მაღაზიაში, Cartier-ში შენიშნეს. როგორც ცნობილია, ასგარი იქ ბეჭდის საყიდლად იყო მისული. 27 წლის ფიტნესინსტრუქტორი მაღაზიაში ლურჯი სპორტული სამოსით მივიდა. ის დიდი ხნის განმავლობაში ათვალიერებდა სამკაულებს, შემდეგ კი კონსულტანტმა მას ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი აჩვენა. უცნობია, შეიძინა თუ არა სამკაული სემმა, თუმცა ის თავის გრძნობებს ბრიტნი სპირსის მიმართ უკვე დიდი ხანია, არ მალავს. როგორც ბრიტნი ამბობდა, მას საყვარელი მამაკაცისგან შვილის ყოლაც სურდა, თუმცა ეს მამის მეურვეობის ქვეშ ყოფნის დროს ეკრძალებოდა. ოჯახის
შექმნისა და შვილების ყოლისთვის მზაობას გამოთქვამს სემ ასგარიც, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ჯეიმი სპირსიმ უარი თქვა ბრიტნის მეურვეობაზე.




როგორც ცნობილია, კონფლიქტი ბრიტნი სპირსსა და ჯეიმი სპირსს შორის ამოწურული არ არის. ბრიტნი ამტკიცებს, რომ მამა მისგან 2 მილიონი დოლარის გამოძალვას ცდილობს. ის ამ თანხას მეურვეობაზე უარის თქმის სანაცვლოდ ითხოვს. ამის შესახებ მომღერალმა განცხადება სასამართლოში უკვე შეიტანა. 


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93