შემოდგომა ცვლილებების დროა და როგორც ბრიტანული პრესა წერს, პრინც უილიამის ოჯახიც ცვლილებებისთვის ემზადება.
უილიამი, ქეითი, ჯორჯი, შარლოტა და ლუი კენსინგტონის სასახლეში ცხოვრობენ. ეს სასახლე, თავისი 21 ოთახით, რა ხანია უილიამის მფლობელობაშია.
1605 წელს აშენებული სასახლე ბევრად "მოკრძალებულია", სამეფო საზომებით რომ ვიმსჯელოთ. სასახლეში 1981 წლიდან ცხოვრობდა პრინცესა დიანა - როცა გაჰყვა ცოლად პრინც ჩარლზს. უილიამი და ქეითიც აქ დაქორწინებიდან დასახლდნენ. იქვე გადავიდნენ ქეითის მშობლები, რომლებიც ბავშვების აღზრდაში ეხმარებიან ქალიშვილს.
ერთი პერიოდი აქ ჰარი და მეგანიც შეიკედლეს და საერთო მდივნები, პრესსამსახური და სხვა პერსონალი ჰყავდათ. თუმცა, როგორც ცნობილია, სასექსები მალე გადაბარგდნენ და ბრიტანეთიც დატოვეს.
გააგრძელეთ კითხვა
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>