წარმატებული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც Cartier-ის ამბასადორია, ვენეციის კინოფესტივალს სტუმრობდა. პიანისტი შავ კლასიკურ სხვადასხვა კაბაში და Cartier-ის სამკაულებით შესანიშნავად გამოიყურებოდა.
ბუნიათიშვილმა ვენეციის კინოფესტივალიდან "ინსტაგრამზე საკუთარ ფოტოებთან ერთად ჰოლივუდის მსახიობთან, ჯეიკ ჯილენჰოლთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ხატიას ფოტომ გულშემატკივრებისგან ბევრი დადებითი შეფასება დაიმსახურა. "რა იღბლიანია ჯეიკი, რომ შეგხვდა", "მხოლოდ ერთი ვარსკვლავია ფოტოზე და ეს ხატიაა", "ლამაზი წყვილი", "რა ხდება, ერთმანეთს ხვდებით?", "კარგი ფოტოა ხატია, ბიჭი ვინ არის?" - წერენ პიანისტს კომენტარებში.
34 წლის პიანისტს კონცერტები გამართული აქვს ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა, შანზ-ელიზე, კარნეგი-ჰოლი და სხვ. ხატია ბუნიათიშვილი ამჟამად საფრანგეთში მოღვაწეობს.