ნანუკა ჟორჟოლიანს საქართველოში ბევრი იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებს საკუთარ ფოტოებს. ნანუკა არც პირად ცხოვრებასა და საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდება და გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას იღებს.
ამჯერად ჟურნალისტი „ინსტაგრამსთორიში“ დასმულ კითხვებს პასუხობს და წერს, რომ ბედნიერება ინდივიდუალური აღქმაა, მისთვის კი ბედნიერების მომტანი მზის ამოსვლა და ის დეტალებია, რაც სიცოცხლეს აგრძნობინებს: „არასდროს ვოცნებობ არარეალურ რაღაცებზე, ჩემს აღქმაში ოცნება და მიზანი არ განსხვავდება. საერთოდ, მგონია, რომ დარდი არის ისეთი ემოცია, რომელიც მუდმივად ჩვენთან არ უნდა იყოს, ჩათრევა იცის და დეპრესიაც აქედან იწყება“ - აღნიშნავს ტელეწამყვანი.
„მე ჩემი თავი შემიყვარდა 37 წლის ასაკში. ეს მარტივი არ არის. სირთულეების მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ხანდახან გამოსავალს ვერ ვხედავთ, ცხოვრება ძალიან საინტერესოა. მე ყველა დღე მიყვარს. აკვიატებული აზრები და ფიქრები მეც მაწუხებს, შევყვები ხოლმე და ვეღარ გამოვდივარ ამ ფიქრებიდან. ასეთ დროს ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, არის ის, რომ სხვა რაღაცაზე გადავერთვები. “ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
როგორც ჩანს, გამომწერებს კითხვები ნანუკას წონასთანაც აქვთ. როგორც ჟურნალისტი განმარტავს, ის გასახდომად მედიკამენტებს არ იღებს: „არასდროს დამილევია წამალი გასახდომად და იმავეს გირჩევთ თქვენც. ერთადერთი, რასაც ვსვამ, არის მინერალები, ისიც აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით. წონა არ ვიცი, მთავარია, ჩემი თავი მომწონს თუ არა. 18-საათიან დიეტაზე აღარ ვარ უკვე ოთხი თვეა. კალორიებს ვითვლი და ვინარჩუნებ წონას. ვვარჯიშობ. ჩემი ახალი გატაცებაა ველოსიპედი“ - განმარტავს ტელეწამყვანი.