მეგან ფოქსმა ორშაბათს „ინსტაგრამზე“ ორი ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომლებშიც, როგორც გამომწერები აღნიშნავენ, ის ფანტასტიკურად გამოიყურება. 35 წლის მოდელი სარკის წინ პოზირებს, მისი სტილი და ვიზუალი კი 13.5 მილიონი გულშემატკივრის აღფრთოვანებას იწვევს.
კადრში ჩანს, რომ მოდელი ფოტოს გადაღების დროს მაგიდას ეყრდნობა. მისმა შეყვარებულმა, რეპერმა Machine Gun Kelly-მ კი ამაზე სახალისო კომენტარი გააკეთა: „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მაგიდად ყოფნას ვისურვებდი“ - წერს რეპერი.
ფოტოებში მეგან ფოქსს Danielle Guizio-ს მწვანე ფერის ორეული აცვია, რომელიც გამოკვეთს მისი სხეულის ფორმებს. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ გამომწერებსაც: „ასე 20 წლის ასაკში არ გამოვიყურებოდი“, „იდეალური სხეული“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
როგორც ცნობილია, მოდელი ამჯერად ახალ ფილმზე სილვესტერ სტალონესთან, ჯეისონ სტეტჰემთან და 50 Cent-თან ერთად მუშაობს. The Hollywood Reporter-ის ცნობით, ის ასევე იმუშავებს დოლფ ლუნდგრენთან, რენდი კუტურთან და ტონი ჯაასთან ერთად ახალ ფილმზე, რომლის რეჟისორიც სკოტ ვოუ იქნება და გადაღებები ოქტომბერში დაიწყება.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>