მეგან ფოქსმა და Machine Gun Kelly-მ, იგივე რიჩარდ კოლსონ ბეიკერმა MTV-ის VMA მუსიკალურ დაჯილდოებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს. მათ ჩაცმულობას ტაბლოდები აქტიურად განიხილავენ. ფოქსს გამჭვირვალე კაბა ეცვა, ხოლო კელი წითელ კოსტიუმში ბრწყინავდა. მომღერალმა წითელ ხალიჩაზე კომენტარი მისსა და მეგანის სტილზეც გააკეთა და თქვა, რომ ამ საღამოს ვარსკვლავი სწორედ მეგანია: „მაქვს პატივი, ვიყო მის გვერდით მთელი საღამოს განმავლობაში“ - ამბობდა კელი.
წყვილი ერთ წელზე მეტია, რაც ერთად არის. ისინი ერთმანეთს Midnight in the Switchgrass-ის გადაღებაზე შეხვდნენ და, როგორც გამოცემები წერენ, უხილავი კავშირი პირველივე დანახვისას იგრძნეს. „მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ის ის იყო. ჩვენ, ფაქტობრივად, ერთი და იმავე სულის ორი ნახევარი ვართ და მე ამის შესახებ კელის მაშინვე ვუთხარი, რადგან ამაში დარწმუნებული ვიყავი. გადაღების მეორე დღეს ვთხოვე, ჩემთან ერთად ესადილა და ჩვენი საუბარი საკმაოდ ღრმა აღმოჩნდა. პირველივე შეხვედრისას, მისი ენერგიით ვიგრძენი, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილნი“ - ამბობდა მეგანი.
მიუხედავად იმისა, რომ მეგანი და კელი წითელ ხალიჩაზე ძალიან დახვეწილად და ელეგანტურად გამოიყურებოდნენ, მათ ერთი უსიამოვნო ფაქტი მაინც შეემთხვათ. საღამოს MMA ვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორიც ესწრებოდა. კელი და მაკგერგორი საღამოს დაწყებამდე პარტნიორებთან ერთად კამერების წინ პოზირებდნენ. როგორც გამოცემა TMZ წერს, კონორმა კელის ფოტოს გადაღება სთხოვა, რეპერმა კი უარი უთხრა და კონფლიქტი სწორედ ამას მოჰყვა.
სიტყვიერი დაპირისპირება იმდენად დაიძაბა, რომ კელიმ მაკგრეგორს ხელი ჰკრა, მებრძოლმა კი მას სასმელი შეასხა. ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ მაკგრეგორმა კელის უყვირა და ხელითაც შეეხო. მათ შორის მეგან ფოქსი ჩაგდა და დაცვის თანამშრომლების დახმარებით სიტუაციის განმუხტვა მოხერხდა. იხილეთ ვიდეო
სანამ მაკგრეგორი ყურადღებას კელისთან ჩხუბით მიიქცევდა, მან ინტერესი მეუღლესთან, დი დელვინთან პოზირების დროს გამოიწვია, რომელსაც ფერადი ტანზე მჭიდროდ მორგებული კაბა ეცვა. დაპირისპირების შემდეგ, ცერემონიის დროს, Machine Gun Kelly გამოვიდა სცენაზე და შეასრულა Blink 182-ის სიმღერა დრამერ ტრევის ბარკერთან ერთად.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>