მადონამ MTV Video Music Awards-ის 2021 წლის ცერემონიაზე დამსწრეები საკუთარი გარეგნობით გააოცა. 63 წლის მომღერალმა დიდი ოვაცია დამსახურა, როცა სცენაზე გავიდა და MTV-ის მე-40 ცერემონიაზე მაყურებელს მიესალმა. მას Burberry-ის ქურთუკი და Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი ეცვა, რომელიც, საბოლოოდ, BDSM-ით შთაგონებულ „ლუქს“ ქმნიდა.
ცერემონიალი მადონას ფილმის Madame X-ის თრეილერით გაიხსნა. „მე ნიუ-იორკში ჩამოსვლისას 35 დოლარი და ერთი საცეკვაო ფეხსაცმელი მქონდა. მაშინ მხოლოდ 19 წლის ვიყავი და ძალიან მეშინოდა“- ისმოდა ფილმის ნაწყვეტში. „40 წლის წინ ნიუ-იორკში კიდევ ერთი ადამიანი ჩამოვიდა იმედით, რომ რაიმე რევოლუციურს შექმნიდა, მუსიკალური არხის პრემიერა შუაღამით შედგა და მას MTV ეწოდა. ჩვენ ვიპოვეთ ერთმანეთი და სწორედ იმ დროიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება. აი, რატომ არის ერთადერთი ადგილი ეს სცენა, სადაც ახლა უნდა ვიყო“ - განაგრძო მადონამ.
როდესაც ის ცენაზე გაემართა, მას დამსწრეები ოვაციებით შეხვდნენ, მათ შორის კი იყვნენ ჰეილი ბიბერი და ბილი აილიშიც. როდესაც ის მიკროფონში საუბრობდა, ეკრანზე მისი კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი კადრები ჩანდა. „მათ თქვეს, რომ ჩვენ ვერაფერს შევძლებდით, მაგრამ დღეს აქ ვართ, MTV-ის მე-40 საიუბილეო ცერემონიაზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 2021 წლის MTV VMA-ზე“ - თქვა მან სცენიდან გასვლამდე, რასაც ძლიერი ტაში და შეძახილები მოჰყვა. მადონამ მისი ერთ-ერთი ჰიტი, Like A Virgin, პირველად სწორედ 1984 წლის VMA-ზე შეასრულა.
საღამოს Doja Cat მასპინძლობდა. გამარჯვებულები გახდნენ Lil Nas X წლის საუკეთესო ვიდეოკლიპისთვის და Olivia Rodrigo წლის საუკეთესო სიმღერისთვის. 2013 წლის შემდეგ შოუ პირველად ჩატარდა ბერკლიში. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ Camila Cabello, Doja Cat, Kacey Musgraves, Lil Nas X, Machine Gun Kelly, Shawn Mendes, Olivia Rodrigo, Chloe Bailey of Chloe x Halle fame, Twenty One Pilots, The Kid LAROI, Jack Harlow, Ozuna და სხვ.