ტოპ 5 სოციალურ ქსელში პოპულარული ქართველი წყვილი

ტოპ 5 სოციალურ ქსელში პოპულარული ქართველი წყვილი
სოციალურ ქსელში ასობით ცნობილი წყვილია, თუმცა საქართველოს რეალობას თუ გადავლებთ თვალს ცოტას თუ ნახავთ, ისეთს ცნობადობით გამორჩეული და ბევრისთვის საყვარელი რომ იყოს. მარაოს მკითხველისთვის სოციალურ ქსელში ტოპ 5 ცნობილი წყვილი შევაგროვეთ, რომელთა შესახებ აუცილებლად გექნებათ გაგონილი და ბევრისთვის რომელიმე მათგანი გამორჩეულად საყვარელიც კი არის.  

თაკო და თორნიკე


სილამაზის სფეროს ცნობილი ბლოგერი, ინფლუენსერი თაკო საზინა ხალხისთვის საყვარელი ბლოგერების სიას ეკუთვნის. საზინას საზოგადოება სოციალურ ქსელის რამდენიმე პლატფორმიდან იცნობს. თაკო "იუთუბსა" და "ინსტაგრამზე" აქტიურად ჩანს და მაკიაჟისა თუ
თავის მოვლის შესახებ სიახლეებს მუდამ აზიარებს.


უკვე რამდენიმე წელია თაკოს ცხოვრებაში თორნიკე სეხნიაშვილი გამოჩნდა, სულ ცოტა ხნის წინ, წყვილმა დაოჯახება გადაწყვიტა, საერთო სახლი შეიძინა და ოჯახის ახალი ოთხფეხა წევრიც შემოიმატა.

თაკოსა და თორნიკეს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ისინი საერთო ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშრად აზიარებენ.

ანანო და ზვიო


"დრეს თბილისის" დამფუძნებელი ანანო სახელაშვილი ბევრისთვის საყვარელი ინფლუენსერიც არის. ანანო ტელეწამყვანობას, ფოტოების გადაღებას, გართობას და ულამაზესი კაბების მორგებას თავისუფლად ასწრებს და ამ ყველაფრის პარალელურად პირადი ცხოვრების სახალისო ვიდეობითა და სასიყვარულო ფოტოებითაც ანებივრებს გამომწერებს.


ანანოს შეყვარებული სპორტსმენი, ფეხბურთელი ზვიოა, რომელსაც სახელაშვილის გამომწერები კარგად იცნობენ, წყვილი "ინსტაგრამზე" სახალისო ვიდეობით ხშირად ჩანს. როგორც ცნობილია, ანანო და ზვიო უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან, გამომწერები კი მათ სიახლეებს მოუთმენლად ელიან.

ანუკი და კახი


ქალაქის მერი და მისი მომხიბვლელი მეუღლე, ამ სიის საპატიო ადგილს იმსახურებენ. დიზაინერი ანუკი არეშიძის პირადი ცხოვრებითა და ოჯახური ამბებით როგორც ანუკის ასევე კახის გამომწერებიც მუდამ ინტერესდებიან. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი პოპულარობას არასდროს კარგავს.


ანუკი და კახი ოთხი ბიჭის მშობლები არიან და ოჯახური იდილიით გამომწერებსაც ანებივრებენ.

ანი და ირაკლი


მომღერალი ანი ჩხეიძისა და მოცეკვავე ირაკლი ფიფიას სასიყვარულო დუეტს საზოგადოება რამდენიმე წლის წინ გაეცნო, ირაკლი და ანი სოციალურ ქსელში აქტიურობენ, თუმცა მათი წყვილი ხალხმა ახლახანს შეიყვარა.

ანი და ირაკლი საერთო ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ, წყვილმა საერთო სახლიც იყიდა და ცოლ-ქმარის სტატუსიც მოირგო.

ქეთი და თოშა


კაჭრეთის ამბასადორის მფლობელი მილიონერი თორნიკე, თოშა ქებურია და ქეთი ჟღენტი ჩვენი ხუთეულის ბოლო ადგილზე არიან, თუმცა როგორც ყველა სხვა წყვილი მათზე დიდი ინტერესი არასდროს წყდება და ქეთის გამომწერებს მოდელის ოჯახური ცხოვრების დეტალებს ყოველთვის ელიან. 


ქეთი და თოშა რამდენიმე წელია ცოლ-ქამრი არიან, წყვილს 2 შვილი ჰყავს, ახლა კი მესამეს მოლოდინში არიან. ულამაზესი მოდელი ყურადღებას გარეგნობითაც იქცევს, ქეთი მუდამ ფორმაშია და ნებისმიერ სტილსა და სამოსს მარტივად იხდენს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93