35 წლის მოდელმა, ირინა შეიკმა ბოლო ინტერვიუში კიმ კარდაშიანის ყოფილ ქმართან, კანიე უესტთან ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც წესი, ირინა პირადი ცხოვრების შესახებ კომენტარს არასდროს აკეთებს და ჭორებს პასუხს არ სცემს, ამჯერადაც მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა. „თქვენ ამბობთ, რომ მე და კანიე უესტი ვხვდებოდით? და ამბობთ იმასაც, რომ ხვალ სხვა კაცს შევხვდები? თქვენ ისედაც იცით, რომ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს ვიღაც და ამას მე ჩემს პირად ცხოვრებას ვუწოდებ“ - განმარტა ირინა შეიკმა "Highsnobiety"-სთან საუბრისას.
მოდელმა უფრო ვრცლად ქალიშვილზე, ლეაზე და მის მამაზე, ბრედლი კუპერზე ისაუბრა: „ბრედლი ლეას გაზრდაში აქტიურადაა ჩართული და მასთან ხშირი კონტაქტი აქვს. ლეა მასთან იყო თითქმის ორი კვირის განმავლობაში, ბრედლის მას ძიძის გარეშე, დამოუკიდებლად უვლიდა და მე ვცდილობდი, მათთვის იშვიათად დამერეკა“ - ამბობდა ირინა.
როგორ წესი, ღარიბ ოჯახში გაზრდილი ადამიანები ცდილობენ, შვილებს ფუფუნება შეუქმნან, თუმცა ირინა და ბრედლი გამონაკლისს წარმოადგენენ: „მე და მისი მამა ძალიან მკაცრები ვართ, ჭამის შემდეგ ლეა აუცილებლად ამბობს „მადლობას“, იხდის „ბოდიშს“, როცა რამეს აშავებს და ამბობს „გთხოვ“, როცა რამის შეასრულება უნდა. მე ხშირად ვუყვები ლეას ჩემი ბავშვობის შესახებ და ვახსენებ, რომ მე მხოლოდ ერთი თოჯინა მქონდა“ - განმარტა მოდელმა.
ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი 2019 წლის ივნისში, ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. წყვილს შვილზე, ლეაზე თანაბარი მეურვეობა აქვს. განქორწინების შემდეგ ირინა შეიკი არაერთ ცნობილ სახეს ხვდებოდა, თუმცა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება ჯერ არ მომხდარა.