მაია ასათიანი ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანია. ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და წლების მანძილზე უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა. მაიას სტილი თუ ჩაცმულობა მუდმივად ინტერესის საგანია და კითხვები მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ხშირად ისმის. მიუხედავად იმისა, რომ თავად არაერთი ცნობილი სახის სიყვარულის ისტორია მოუსმენია, საკუთარზე ხმამაღლა საუბრისგან ტელეწამყვანი ამ დრომდე თავს იკავებს.
მაია ასათიანმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული არაერთი ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა მისი რჩეულის სახე ყველა მათგანში დაფარულია. პარტნიორის სახეს ჟურნალისტი არც „სთორიში“ ბოლოს გამოქვეყნებულ ფოტოში აჩენს. როგორც ჩანს, ტელეწამყვანს არ სურს საკუთარი პირადი ცხოვრების გასაჯაროება.