ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო ის და მისი ოჯახის წევრები ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებული ინტერესის საგანია შარლოტა ელენა, ჩოგბურთელის გერმანელი შეყვარებული, რომელიც საქართველოს ხშირად სტუმრობს და უკვე ბასილაშვილის ოჯახსაც იცნობს.
თავადაც ჩოგბურთელი შარლოტა „ინსტაგრამზე“ აქტიურად აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს. როგორც ჩანს, ის საქმროს ტურნირებზეც დაჰყვება და გულშემატკივრობს. როგორც მისი პოსტებიდან ირკვევა, შარლოტას საქართველო ძალიან მოსწონს და ქართული ენის შესწავლასაც ცდილობს.
ამჯერად წყვილი დროს ერთად ზღვის სანაპიროზე ატარებს და ულამაზეს კადრებს გამომწერებსაც უზიარებს. „მიყვარხარ“ - წერს ქართულად შარლოტა ელენა ნიკოლოზ ბასილაშვილის ფოტოზე.