ჰოლივუდის მსახიობი ექვს წელზე მეტია, დაქორწინებულია როკ-მუსიკოს ბენჯი მედენზე. წყვილი თითქმის არასოდეს აკეთებს კომენტარს ურთიერთობაზე. მათი რომანის შესახებ დეტალებს მხოლოდ ცალკეულ ინტერვიუებში ვეცნობით.
კამერონ დიასი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობად მსოფლიოში. ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ქარიზმით, იუმორის გრძნობითა და ხიბლით. გასაკვირი არ არის, რომ მის გარშემო ყოველთვის იყვნენ კაცები, მათ შორის, ჯარედ ლეტო, ჯასტინ ტიმბერლეიკი და ალექს როდრიგესი, მაგრამ მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული როკ-მუსიკოსი ბენჯი მედენია. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს.
კამერონ დიასმა გადაწყვიტა, საკუთარი სიყვარულის ისტორია გამომწერებს პირველად გაუზიაროს. როგორც გაირკვა, კამერონი და ბენჯი ერთმანეთს ნიკოლ რიჩიმ გააცნო. ნიკოლი ბენჯის ტყუპისცალი ძმის მეუღლეა და კამერონთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. კამერონმა აღიარა, რომ მომავალი მეუღლე ერთი შეხედვით შეუყვარდა: „ვფიქრობდი, რატომ არ ვიცნობდი მას აქამდე?“ - ამბობდა ის. პირველი შეხვედრის შემდეგ მსახიობი მუდმივად ფიქრობდა ექსტრავაგანტური გარეგნობის კაცზე და ცდილობდა, ეპოვა მიზეზი კიდევ შესახვედრად.
წყვილი ოფიციალურად 2015 წლიდანაა დაქორწინებული. ისინი ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ შეუღლდნენ და ხუთი წლის შემდეგ პირველი შვილის, რედექსის მშობლები გახდნენ. „ჩვენი ქორწინება არის საუკეთესო რამ, რაც ოდესმე მომხდარა. ჩემი ქმარი წარმოუდგენელი ადამიანი და პარტნიორია“ - ამბობს კამერონი. შვილის გაჩენის შემდეგ მსახიობი მთლიანად ოჯახსა და დედობაზე გადაერთო, იშვიათად ჩნდება კამერებთან, თავისუფალ დროს კი უთმობს მედიტაციას და სხვადასხვა ეზოთერულ პრაქტიკას უთმობს.
„მე ვფიქრობ, რომ დიდი ხნის წინ დავკარგე საკუთარი თავი... ახლა ვცდილობ, ყველაფერი გამოვასწორო.
მხოლოდ ბენჯისთან ვგრძნობ თავს მშვიდად და თანასწორად. ის მე შთამაგონებს. ვუყურებ ჩემს თავს და მშურს“ - ამბობს კამერონი. ჰოლივუდის ვარსკვლავი არ მალავს იმ ფაქტს, რომ მას არც უფიქრია კინოინდუსტრიაში დაბრუნებაზე. დატვირთული რეჟიმი, გადაღებები, ფრენები... - მისთვის აღარ არის ისეთი მიმზიდველი, როგორც ეს 15-20 წლის წინ იყო.
ამბობდნენ, რომ კამერონი ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დაორსულებას, დიდ დროს კი ექიმის კაბინეტში ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის თავს კარიერისტად თვლიდა და ოჯახის შექმნას არ აპირებდა, ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს.