„გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც ვეპრანჭები” – ვინ არის ნუცა ბუზალაძის რჩეული

„გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც ვეპრანჭები” – ვინ არის ნუცა ბუზალაძის რჩეული
წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 260 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.



მიუხედავად საზოგადოების ინტერესისა, ნუცა ბუზალაძე პირადი ცხოვრების შესახებ იშვიათად საუბრობს. მას ყველაზე გახმაურებული რომანი გასულ წელს პატი მეზვრიშვილთან ჰქონდა, თუმცა წყვილი მალევე დაშორდა. კითხვას, ჰყავს თუ არა მას შეყვარებული, მომღერალმა ია ფარულავას გადაცემაში უპასუხა, „ფარული კონვერტი“ კი ეთერში 4 ოქტომბერს გავა. მანამდე ნუცა ბუზალაძემ რადიო ,,ფორტუნას” ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ
მის ცხოვრებაში სიახლეა: „გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც ვეპრანჭები, თუმცა სერიოზულ ურთიერთობაზე ჯერ ძალიან ადრეა ლაპარაკი.”




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93