"დგეხარ და ტკბები, გიყვარდება ირგვლივ ყველა და ყველაფერი! მეც ასე უფრო ძალიან შემიყვარდა ჩემი მიხეილი" - მაკა ზამბახიძე მეუღლესთან ერთად რთველში გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს

"დგეხარ და ტკბები, გიყვარდება ირგვლივ ყველა და ყველაფერი! მეც ასე უფრო ძალიან შემიყვარდა ჩემი მიხეილი" - მაკა ზამბახიძე მეუღლესთან ერთად რთველში გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს
ქართველი მომღერალი მაკა ზამბახიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს. მაკა და მიხეილი, კახეთში რთველში იყვნენ, სადაც ყურძენი მოკრიფეს, რთველში მონაწილეობა მიიღეს და ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნეს.


მომღერალი ცოტა ხნის წინ, ბებია გახდა, შესანიშნავად გამოიყურება და ახალგაზრდა ბებიის ტიტულს ირგებს. მაკა და მიხეილი ლამაზი ფოტოების დიდი მოყვარულები არიან, წყვილი ფოტოსესიას ხშირად აწყობს და საშემოდგომოდ გადაღებული ფოტოები ყველა დანარჩენის მსგავსად, რომანტიული და საინტერესო გამოვიდა.


"ბარაქალა თქვენს ნაშრომს",

"ულამაზესი წყვილი ხართ" - უწერენ გამომწერები მაკას ახალ ფოტოებზე.


ზამბახიძე
რთველისთვის შემდგომის ფერებში შეიმოსა და ამჯერად ყვითელი კოპლებიანი კაბა, ქუდი და თეთრი მოსაცმელი შეარჩია, მიხეილი კი მწვანე პერანგითა და ჯინსებით იყო წარმოდგენილი. ფოტოებს მომღერალის გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ესეც ჩვენი პირველი რთველი ჩვენს ვენახში, მართლაც საოცარია შენი შრომის ნაყოფი ასეთ სილამაზეს და სიგემრიელეს რომ გაძლევს! მერე დგეხარ და ტკბები, გიყვარდება ირგვლივ ყველა და ყველაფერი! მეც ასე უფრო ძალიან შემიყვარდა ჩემი მიხეილი, რომელმაც თითოელი ვენახის ძირი და მისი ნაყოფი შეიყვარა, მოუარა შვილივით და საოცარი მოსავალიც მიიღო." - წერს მაკა სოციალურ ქსელში
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93