ანჯელინა ჯოლი კიდევ ერთხელ შენიშნეს ყოფილ ქმართან, ჯონი ლი მილერთან ერთად მას შემდეგ, რაც ისინი ვახშმის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ. წყვილი პაპარაცებმა კალიფორნიაში, ბევერლი ჰილსში დააფიქსირეს. ანჯელინა ჯოლის შავი ფერის ქურთუკი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. გამოცემები წერენ, ანჯელინამ და მილერმა რომანტიკული ურთიერთობა აღადგინეს და ერთმანეთს ხვდებიან.
46 წლის ანჯელინა ჯოლიმ და 48 წლის ჯონ მილერმა 1996 წელს იქორწინეს და ეს კავშირი სამ წელს გაგრძელდა. წყვილმა ურთიერთობა 2021 წლის ივნისში აღადგინა. მაშინ პაპარაცებმა ჯოლი ძვირად ღირებული ღვინით ხელში მილერის სახლთან დააფიქსირეს, თუმცა მან სახლი მალევე დატოვა. სულ ცოტა ხნის წინ მსახიობი სანტა-მონიკაში, Giorgio Baldi-ში რომანტიკულ ვახშამზე კანადელ მომღერალ აბელ მაკონენ ტესფაიესთან, იგივე "ვიქენდთან" ერთად იმყოფებოდა. უცნობია, რა ურთიერთობა აქვს მას აბელ მაკონენთან.