ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიასა და მომღერალ ლიზა ჩიჩუას წყვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მათ ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც კომპლიმენტებსა და კეთილ სურვილებს მათთვის არასდროს იშურებენ.
ბოლო დროს წყვილი სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება და საერთო ფოტოებსაც აღარ აქვეყნებს, თუმცა ისინი აქტიურად აზიარებენ სახალისო ვიდეოებს „ტიკ-ტოკზე“. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ლიზასა და ირაკლის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულმა ვიდეომ: „უმაგრესი წყვილი“, „საუკეთესოები“, „სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ყველაზე ლამაზები ხართ“, „ასეთი შესაფერისი წყვილი დიდი ხანია, არ მინახავს“ - წერენ „ტიკ-ტოკზე“.