ჯენიფერ ლოპესი თხოვდება - რას ამბობს მომღერლის ყოფილი მენეჯერი

ჯენიფერ ლოპესი თხოვდება - რას ამბობს მომღერლის ყოფილი მენეჯერი
ჯენიფერ ლოპესის მენეჯერი, ბრიტანელი პიარ-მენეჯერი რობ შუტერი აცხადებს, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი მალე დაქორწინდებიან. შუტერი ლოპესის მენეჯერი 2003-2005 წლებში იყო და კარგად იცის წყვილის თავდაპირველი ურთიერთობის დეტალები. სწორედ შუტერმა გაავრცელა პირველად ინფორმაცია ჯენიფერისა და ბენის დაშორების შესახებ. ამ კვირაში ექსკლუზიურად MailOnline-სთან საუბრისას, შუტერი ამბობს, რომ მას მიაჩნია, რომ წყვილი მხოლოდ ბენის ახირების გამო დაშორდა: „ბენი იყო ის, ვინც ურთიერთობის დასრულების ინიციატივა გამოიჩინა, ამჯერად კი მათი ქორწინება სამუდამო იქნება“ - ამბობს ის. ბენ აფლეკის
ახირება, რომელზეც რობი საუბრობდა, არის ალკოჰოლისა და აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება. „ჩემთვის მართლაც რთული იყო იმის აღიარება, რომ ალკოჰოლიკი ვიყავი“ - ამბობდა ის.



ლოპესმა აფლეკთან ურთიერთობა აღადგინა 2021 წლის მაისში, მას შემდეგ რაც განქორწინდა ყოფილ საქმროსთან, ალექს როდრიგესთან. ამის შემდეგ, „ბენიფერი“ არაერთხელ გამოჩნდა საჯარო ღონისძიებაზე და მათი რომანტიკული ფოტოები ხშირად იპყრობს სოციალურ ქსელებს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93