ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო ის და მისი ოჯახის წევრები ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებული ინტერესის საგანია შარლოტა ელენა, ჩოგბურთელის გერმანელი შეყვარებული, რომელიც საქართველოს ხშირად სტუმრობს და უკვე ბასილაშვილის ოჯახსაც იცნობს.
ამჯერად შარლოტა სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს: „ჩემო სიყვარულო, უფრო მეტად ამაყი ვერასდროს ვიქნებოდი. მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი საღამო არ გამოვიდა ისეთი, როგორსაც ვისურვებდით, შენ მაინც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით. ვაფასებ, რომ ყოველთვის პოზიტიურად ფიქრობ, ყოველთვის გჯერა, არასდროს ნებდები და არასდროს წყვეტ ბრძოლას. კრიტიკასა და უარყოფით მოსაზრებებს ნუ შეუშინდები. შენ ყოველდღე უფრო და უფრო მეტს აკეთებ, ვიდრე ამას სხვები აკეთებენ, შენ შენი თავის ყველაზე მკაცრი და ძლიერი მწვრთნელი ხარ. შენს გარშემომყოფებს ყოველთვის ანიჭებ ღიმილს, ყოველთვის ზრუნავ იმათზე, ვინც გიყვარს. შენ ხარ მაგალითი იმისა, რომ შრომა, მოკრძალება და თავმდაბლობა ყოველთვის ფასდება. შენ მისაბაძი მაგალითი ხარ. ვინც გიცნობს, მხოლოდ მან იცის, რა განსაკუთრებული და საოცარი ადამიანი ხარ. მიყვარხარ“ - წერს შარლოტა ელენა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>