„გამარჯობა ბედნიერო 40. დღეს ჩემი დღეა, ახალი ათწლეულის დასაწყისი“ - თიკა ფაცაცია

„გამარჯობა ბედნიერო 40. დღეს ჩემი დღეა, ახალი ათწლეულის დასაწყისი“ - თიკა ფაცაცია
თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.



დღეს, 18 ოქტომბერს, თიკა ფაცაცია იუბილარია, ის 40 წლის გახდა: „10 სასიხარულო, საბედნიერო და საინტერესო წელი. ამ დეკადაში დაიბადა ჩემი სანი. იყო სტრესული, სანერვიულო და ემოციური ეტაპებიც. ბოლო ორი წელი საყოველთაო სტრესით დაგვირგვინდა. მშვიდობიანად და მადლიერებით ვაცილებ ამ
ათწლეულს ჩემი ცხოვრების და დიდი მოლოდინით ვეგებები ახალს. მგონია. რომ ძალიან საინტერესო, ბედნიერი და ხალისიანი ეტაპი იწყება. ხვალიდან 40-ის” - წერდა ის გუშინ გამოქვეყნებულ ვიდეოზე, ხოლო დღეს გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა და დაწერა, რომ მისი ცხოვრების მშვენიერი წლები იწყება: „გამარჯობა ბედნიერო 40. კალენდარზე 18 ოქტომბერია, დღეს ჩემი დღეა, ახალი ათწლეულის დასაწყისი. ჩავიფიქრე სურვილები, რა მაგარია“ - წერს თიკა ფაცაცია.






FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93