“იცოდეთ, ვის გამო ვილანძღები... ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ, როცა ჩემი გამარჯვების და ბედნიერების სიმბოლო გაჩნდება ან რამე მძაფრსიუჟეტიან რომანს დავწერ” - ალექსანდრა პაიჭაძე

“იცოდეთ, ვის გამო ვილანძღები... ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ, როცა ჩემი გამარჯვების და ბედნიერების სიმბოლო გაჩნდება ან რამე მძაფრსიუჟეტიან რომანს დავწერ” - ალექსანდრა პაიჭაძე
რამდენიმე დღის წინ მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ არაერთხელ დასმულ კითხვას უპასუხა და საყვარელი მამაკაცის ვინაობა გაამხილა. როგორც აღმოჩნდა, მისი რჩეული ბიზნესმენი დავით კოდუაა. წყვილი სულ მალე შვილს ელოდება, თუმცა ამ სასიხარულო ამბის პარალელურად, მოდელი სკანდალში გაეხვა და საზოგადოების კრიტიკაც დაიმსახურა.


გაუგებრობა ალექსანდრა პაიჭაძის მიერ დავით კოდუას ყოფილი ცოლის მისამართით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რის გამოც მოდელი ბევრმა საჯაროდ გააკრიტიკა. კრიტიკას თავად ალექსანდრამაც უპასუხა და დაწერა, რომ დავით კოდუა ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს:

„მე გადასარევად ვარ და პატარაც.
მილიონი წერილი მივიღე ტუტუცი ქალების გამო. ვინც მიცნობს, კი იცის, მე ვინმესთვის ასახევი არაფერი მჭირს. მე მიყვარს თავისუფალი ადამიანები, რომლებსაც მე, საპასუხოდ, უზომოდ ვუყვარვარ. აი, მენოპაუზა კი ნამდვილად ორსულობის ჰორმონალურ მდგომარეობაზე უარესი ყოფილა. სანამ მაგ ასაკამდე მივალთ, გავკეთილშობილდეთ, მივიღოთ განათლება და გავხდეთ ადამიანები. მადლობა ბებერ ქალებს ამ ჰაიპისთვის. მე უფრო ვბრწყინავ და ვიბრწყინებ სულ. მადევნეთ თვალი სინანულით და ინტერესით.

რაც შეეხება ჩემს საყვარელ პერსონაჟს, რომელიც თავად გააიგივეს კონკრეტულ ადამიანთან, ეს არის ქალი და არა მაიმუნი. ნეანდერტალელი, რომელიც პატარა ტვინითა და ცხოველური ინსტინქტებით არსებობდა. სკოლა რომ ყოფილიყო, ესეც მხოლოდ 9 კლასს დაამთავრებდა და მერე მუქთახორად იცხოვრებდა. ვთვლი, რომ დღეს განვითარების ზუსტად ამ ეტაპზეა ყველა ის ქალი, რომელმაც სცადა ჩემთვის ტალახის სროლა და ჩვენი უსუფთავესი და უკარგესი ურთიერთობის ჩამოშლა უამრავი ტყუილით. გუშინ თუ ერთი გეგონათ ასეთი ქალი, დღეს ყველა ასეთები ხართ, ვინც დაუფიქრებლად გამლანძღეთ. რაც შეეხება ჩემი ძვირფასი მამაკაცის მოძალადეობას, დასრულდება სასამართლო და სიმართლეს მერე გაიგებთ.

ორი წელია, ერთად ვართ და აპრილში ყოფილი მეუღლის მიერ მოწყობილი შანტაჟის სცენარის მსხვერპლია. ნაოპერაციები ადამიანი წიხლქვეშ გაიფინა ცოლ-შვილმა და მერე პატრულს მიუგდო. მაქვს სქრინებიც, დაზიანებების სურათებიც და ვოისებიც. ვერ ვიყენებ ამ კარგი კაცის თხოვნით. მოკლედ, იცოდეთ, ვის გამო ვილანძღები. ამაზე დეტალურად აუცილებლად ვისაუბრებ, როცა ჩემი გამარჯვების და ბედნიერების სიმბოლო გაჩნდება. ან რამე მძაფრსიუჟეტიან რომანს დავწერ. ჩემი სიკეთის და სიყვარულის ადამიანი. არ იმსახურებს ამ ყველაფერს, თანაც ვისგან? ამორალური ქალებისგან! აუცილებლად დაგიცავ და დავამტკიცებ, როგორ გვიყვარს ერთმანეთი, რომ 20 წელი სხვაობა არაფერია და რომ 50 წლისამ შეიძლება, შეიცნო ნამდვილი სიცოცხლე სწორი ადამიანის დახმარებით, რომ კეთილი გული მთავარია, მართლა არდასამალი ისტორია გვაქვს, მეტი სტიმული მომეცა... ათასმაგად გაგაბედნიერებ და ვასწავლი ბებერ ქალებს, როგორ უნდა ექნათ თავის დროზე!“ - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ანთროპოლოგი
ისე ნეანდერტალელებს პირიქით, საპიენსებზე დიდი ტვინი ჰქონდათ თუმცა კოგნიტიური მონაცემები სუსტი ჰქონდათ, ფიზიკურად ძლიერნი იყვნენ და ფიქრს არ საჭიროებდნენ
14:35 / 24-10-2021
გამოხმაურება / 0 /
ნიცა
ალე, შენც დაბერდები :)
14:28 / 24-10-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93