რამდენიმე ათწლეულის წინ ჩვენს ქვეყანაში განქორწინება დიდ სირცხვილად ითვლებოდა, განწორწინებული ქალი კი საყოველთაო კრიტიკისა და გაკიცხვის ობიექტი ხდებოდა. საბედნიეროდ, დროის სვლასთან ერთად, ეს მიდგომა შეიცვალა და დღეს ქალებს აქვთ თავისუფლება, საკუთარი ცხოვრება ისე წარმართონ, როგორც სურთ. გთავაზობთ იმ ცნობილი ქალების TOP ათეულს, რომლებმაც სამჯერ ან მეტჯერ იქორწინეს და საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცნენ:
ნელი აგირბა ბოლო დროს ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე. ის ერთ-ერთი პოპულარული შოუს თანაწამყვანია და საკუთარი ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებ გულახდილად ხშირად უწევს საუბარი. მან პირველად მსახიობ ილო ბეროშვილზე იქორწინა. წყვილს ორი შვილი შეეძინა, თუმცა მათი კავშირი განქორწინებით დასრულდა. ტრაგიკული იყო ნელის მეორე ურთიერთობა, რადგან მისი ქმარი, ირაკლი ძიმისტარაშვილი, მოულოდნელად გარდაიცვალა. მათი ურთიერთობა სულ რამდენიმე თვეში დასრულდა. მესამედ ნელი ახლახან დაოჯახდა. მისი მეუღლე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ხმის ოპერატორი ეშტონ ლაღიძეა. წყვილს საერთო შვილი აპრილში შეეძინა.
სალომე გოგიაშვილი პროფესიით ჟურნალისტია და სხვადასხვა დროს ტელეეკრანებზეც აქტიურად ჩანდა. მას არასდროს აკლდა საზოგადოების ყურადღება, რადგან ეპატაჟური პირადი ცხოვრების გამო მუდმივად იყო ინტერესის საგანი. სალომეს პირველი და მეორე ქორწინებიდან ორი შვილი, მაშო და ციბუკა ჰყავს, ხოლო მესამე ქორწინებიდან ორი შვილი შეეძინა. მისი მეუღლე ვახო ნიკოლაიშვილია.
ლიზა ბაგრატიონი წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად, ყოველთვის ახერხებდა, ყურადღება ხმაურიანი პირადი ცხოვრებითაც მიექცია. ის ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს, თუმცა ცნობილია, რომ მუსიკოსმა პირველად ბედი გიორგი ლეონიძეს დაუკავშირა; მეორედ გინეკოლოგ ზაზა სინაურიძეზე იქორწინა, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს. მესამე ქორწინებაში ლიზა "შვიდკაცას" წევრ დათო ნოზაძესთან იმყოფებოდა, ხოლო რამდენიმე წლის წინ ურთიერთობა ალტისტ გიორგი ცაგარელთან დაიწყო. ისინი ოფიციალურად დაქორწინებულები არ არიან, თუმცა საერთო ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ.
მომღერალი მაკა ზამბახიძე სულ ახლახან ბებია გახდა. მის ერთადერთ ქალიშვილს, სალომე ჩიტაძეს, პირველი შვილი შეეძინა. მიუხედავად ამისა, მაკას წლები საერთოდ არ ეტყობა. მაკას შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მეორედ მან ბედი ვახო ჭუმბურიძეს დაუკავშირა, ხოლო მესამედ ოფიციალურად სპორტსმენ მიხეილ ჩოხელზე დაქორწინდა.
თამუნა მუსერიძის ყველა ქორწინება ხმაურიანი და სკანდალური იყო. პირველად მან წლების წინ აჩი ფურცელაძეზე იქორწინა, თუმცა მათი ურთიერთობა რამდენიმე თვეში დასრულდა. მეორედ ბედი მუსიკოს გუფის, გურამ კალათიას დაუკავშირა და წყვილს საერთო შვილიც შეეძინა. მუსერიძის მესამე ქმარი მსახიობი სანდრო მიკუჩაძეა. მათი ურთიერთობა სავსე იყო კონფლიქტებითა და დაშორებებით, თუმცა ამჟამად წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს და მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.
ია ფარულავა პირველად პატარა ასაკში გათხოვდა. მისი რჩეული მხატვარი რამაზ ჩანტლაძე იყო. პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ ის საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა და იქ ჟურნალისტ კრის რაიზერზე იქორწინა, თუმცა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და აქ ჩამოსულმა ბედი ლიბანელ ბიზნესმენ ფადი ასლის დაუკავშირა. ფადი და ია 2010 წელს დაშორდნენ, 2013 წელს კი მსახიობმა ფრანკფურტში მოღვაწე ქართველ გიტარისტზე, ტარიელ ხოსროშვილზე, იგივე ტარიელ სუარზე იქორწინა. ტარიელმა იას ხელი „ნიჭიერის“ სცენაზე სთხოვა. მათ ჯვარი იმავე ღამეს დაიწერეს.
ლელა კილაძე ხმაურიანი და ეპატაჟური პირადი ცხოვრებით გამოირჩევა. პირველი ქორწინებიდან ლელას ორი ვაჟი ჰყავს. მეორედ ის მაშინდელ თბილისის მერზე, გიგი უგულავაზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც მესამე შვილი, ალექსანდრე შეეძინა. წყვილი ერთმანეთს გიგის ციხეში ყოფნის დროს დაშორდა, რის შემდეგაც ლელამ გუკა რჩეულიშვილზე გათხოვება გადაწყვიტა. მათ შვილი, თრინითი-მართა შეეძინათ, თუმცა გუკა ციხეში აღმოჩნდა, ის ლელას საჩივრის საფუძველზე დააკავეს. თუმცა, როგორც ცნობილია, ლელა მეუღლეს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისევ შეურიგდა.
ლალი მოროშკინამ პირველად 15 წლის ასაკში ნუკრი ჩაგანავაზე იქორწინა. მათ საერთო შვილი შეეძინათ, თუმცა მალევე დაშორდნენ. მომდევნო ქორწინება ბიზნესმენ მიშა ღავთაძესთან შედგა. მასთან ლალის კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს. შემდეგ კი ლალიმ ცნობილ სპორტსმენ გიორგი კანდელაკზე იქორწინა, ბოლო ქორწინებაში კი ირაკლი ჯაფარიძესთან იმყოფებოდა.
ეკა კვალიაშვილის პირადი ცხოვრება წლების წინ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ურთიერთობების შესახებ მომღერალი თავადაც გულახდილად საუბრობდა. მან პირველად თემურ გვალიაზე იქორწინა, რომლისგანაც ქალიშვილი, ნუკა შეეძინა. ეკას მეორე ქმარი წლების წინ გარდაიცვალა, ხოლო მან მესამედ მოცეკვავე კახა ბაკურაძეზე იქორწინა, რომელთანაც ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
მაია ჯაბუას პირველი ქმარი მსახიობი ლევან ბერიკაშვილი იყო, რომელთანაც მან 6 წლის განმავლობაში იცხოვრა. წყვილს საერთო შვილი, ლევანი ჰყავს. მეორედ მან აჩიკო ყენიაზე იქორწინა და მათ ქალიშვილი, ლიზა ყენია შეეძინათ. სკანდალური იყო მაიას მესამე ქორწინება უშიშროების ყოფილ მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესთან, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს.