ბოლო დროს ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ხშირად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებაზე. მან საზოგადოების ყურადღება ყოფილ ქმართან რომანტიკული შეხვედრებითაც მიიპყრო, თუმცა ამჟამად მედიის ინტერესი მისმა და ბრედ პიტის სასამართლო დავამ დაიმსახურა.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრედ პიტს მეურვეობის მოსაპოვებლად შეტანილი აპელაცია არ დაუკმაყოფილეს. ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ პიტმა მოსამართლე მოისყიდა, ამის შემდეგ კი ანჯელინამ ყველა ძალა იხმარა, რომ მოსამართლე საქმისთვის ჩამოეშორებინა. ბრედის ადვოკატები დანებებას, რა თქმა უნდა, არ აპირებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, რაიმე სახის შეთანხმებას მიაღწიონ.