მომღერალი თათა გიორგობიანი ცნობილი "ღამის შოუს" ბენდიდან გახდა. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს, მათი მხრიდან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და დადებით შეფასებას იმსახურებს.
ამჯერად თათა გიორგობიანი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო: „ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო! მაყურებელს და მსმენელს უკვე ტელეწამყვანის ამპლუაში მოვევლინე! გადაცემა აპოლიტიკურია და ყველას გვაძლევს საშუალებას, მოვწყდეთ დაძაბულ რეალობას, პანდემიას, ყოფით პრობლემებს და უბრალოდ სასიამოვნო და მხიარული საღამო გავატაროთ ერთად! პირობას ვდებ, რომ ყოველთვის ვიქნები გულწრფელი და ბუნებრივი” - წერს თათა გიორგობიანი.