მომღერალი ბაბი კირკიტაძე ბევრისთვის საყვარელი და საინტერესო ტელესახეა. ის თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ბაბი განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ბაბი გამომწერებისკითხვებს პასუხობს და წერს, რომ, როგორც ყველას, კომპლექსები მასაც აქვს: „კომპლექსები, რა თქმა უნდა, მქონია და მაქვს კიდეც. ჩემი კომპლექსები ჭარბი წონისგან იყო გამოწვეული. ძალიან ბევრ რამეს ვერიდებოდი ამის გამო, თუმცა წონის დაკლების შემდეგ კომპლექსები სრულად არ გამქრალა, ეს კიდევ ცალკე მუშაობას მოითხოვს საკუთარ თავთან. მთავარი წესი: გიყვარდეთ საკუთარი თავი“ - წერს მომღერალი.