„ლეო, მოდი აქ, რაღაც მინდა გაჩვენო...“ - რა მისწერა Amazon-ის დამფუძნებელმა ლეონარდო დიკაპრიოს მას შემდეგ, რაც მისმა ცოლმა ფლირტი ჰოლივუდის ვარსკვლავთან ქმრის თანდასწრებით გააბა

 „ლეო, მოდი აქ, რაღაც მინდა გაჩვენო...“ - რა მისწერა Amazon-ის დამფუძნებელმა ლეონარდო დიკაპრიოს მას შემდეგ, რაც მისმა ცოლმა ფლირტი ჰოლივუდის ვარსკვლავთან ქმრის თანდასწრებით გააბა
სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ ჯეფ ბეზოსის ცოლმა ლორენ სანჩესმა ლეონარდო დიკაპრიოს დანახვით გამოწვეული აღფრთოვანება ვერ დამალა და მასთან აშკარა ფლირტი დაიწყო. ლოს-ანჯელესში, ლეონარდო დიკაპრიოს მიერ ორგანიზებულ საღამოზე LACMA Art + Film, მილიარდერი ჯეფ ბეზოსიც იმყოფებოდა. სწორედ ამ ფაქტის გამო გახდა Amazon-ის დამფუძნებლის ცოლი საღამოს მთავარი გმირი. კადრები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა და ამ თემაზე არაერთი სახალისო მიმიც შეიქმნა.



რამდენიმე დღის წინ ჯეფ ბეზოსმა „ტვიტერზე“ „მუქარის“ შემცველი ფოტო
გამოაქვეყნა, სადაც ის აბრასთან, წარწერით „ფრთხილად, საფრთხეა“ დგას. ფოტოს აღწერაში კი ლეონარდო დიკაპრიო მონიშნა და მიმართა: „ლეო, მოდი აქ, რაღაც მინდა გაჩვენო...“

ლორენ სანჩესის ქმედებამ საზოგადოება გაამხიარულა, თუმცა არაერთი კრიტიკული კომენტარიც დაიმსახურა. მაგალითად, „ტვიტერის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა ასეთი რამ დაწერა: „მესმის, რომ თქვენ ამ ფოტოთი ლეონარდოს დასცინით, მაგრამ უმჯობესია, თუ ლორენს აუხსნით, რომ თქვენ გვერდით სხვა კაცებთან ფლირტი არ უნდა გააბას“. ამის შესახებ კომენტარი ლეონარდო დიკაპრიოს ჯერ არ გაუკეთებია, თავად ლორენ სანჩესმა კი „ინსტაგრამზე“ წვეულების ამსახველი არაერთი ფოტო გამოაქვეყნა.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93