ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი უკვე ორი ათეული წელია, რაც ერთად არიან. ისინი ერთმანეთს ფილიპ კირკოროვმა გააცნო. მუსიკოსისა და იუმორისტის ეს წყვილი რუსული შოუბიზნესის ყველაზე საინტერესო წყვილად ითვლება. მათი ურთიერთობის დასაწყისში ბევრი ამბობდა, რომ ალა და მაქსი ერთმანეთს მალე დაშორდებოდნენ, თუმცა ეს ვარაუდი არ გამართლდა. მეტიც, ისინი 8 წლის ტყუპებს, ლიზასა და ჰარის ზრდიან, მაგრამ ბედნიერებისკენ მიმავალი გზა გრძელი იყო. ცხოვრებამ ალა პუგაჩოვას ოთხი ქორწინება შესთავაზა, საბოლოდ კი, მან შეძლო, ეპოვა ის კაცი, ვინც მისი სამუდამო სიყვარული გახდებოდა.
მაქსიმს ყოველთვის სჯეროდა, რომ პუგაჩოვას გაცნობა ღმერთისგან ბოძებული საჩქარი იყო. როცა ალა პოპულარობის ზენიტში იყო, მაქსი მაშინ პატარა ბიჭი იყო და საყვარელ მომღერალს მხოლოდ ტელევიზორში ხედავდა. ისინი ერთმანეთს პირველად 1979 წელს შეხვდნენ, როცა მაქსი ალას კონცერტს ესწრებოდა. ამბობენ, რომ გალკინს სცენაზე ასვლაში დაცვის თანამშრომელი დაეხმარა, რადგან დაინახა, რომ ბიჭს სიგიჟემდე უყვარდა ვარსკვლავი. ირონია ის არის, რომ ზრდასრულობაში ისინი ალას ჯერ კიდევ მოქმედმა ქმარმა, ფილიპ კირკოროვმა გააცნო. იმ დროს ფილიპი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ალა ასეთ უბრალო ბიჭს მიაქცევდა ყურადღებას. ალასა და მაქსის ურთიერთობა სასიამოვნოდ წარმიართა, გალკინი განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას იჩენდა და, საბოლოდ, პუგაჩოვამ აღიარა: „სიყვარული პირველივე შეხვედრისას არ გამჩენია, თუმცა, მოდით, ვიყოთ გულწრფელები - ის საშინლად სექსუალური და მიმზიდველია და ეს ნამდვილად ვიგრძენი პირველივე შეხვედრისას.“
ალამ ჯერ კირკოროვთან განქორწინების ყველა საქმე მოაგვარა და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა მაქსიმთან ურთიერთობას სერიოზული სახე. როგორც წყვილის ახლო მეგობრები ხუმრობენ, მაქსიმი უფრო ჰგავს პენსიონერს, ხოლო ალა - თინეიჯერს.
წყვილი 2008 წლამდე ცდილობდა, რომ ურთიერთობა არ გაესაჯაროვებინა, თუმცა ალა პუგაჩოვამ საკუთარი ბიოლოგიური მასალა, რომელიც შემდეგ შვილის გაჩენისთვის იქნებოდა საჭირო, იმავე წელს გაყინა, როცა მაქსიმი გაიცნო. ეს მის გრძნობებზე ბევრს ამბობს. უკვე 2008 წლიდან ისინი ერთად ხშირად ჩნდებოდნენ და არც საკუთარ სიყვარულს მალავდნენ. ალასა და მაქსს დიდი გამძლეობა დასჭირდათ იმისთვის, რომ მათზე აგორებული ჭორები ყურადღების მიღმა დაეტოვებინათ, ბევრს საუბრობდნენ წყვილს შორის ასაკობრივ სხვაობაზეც და ამ რომანს უბრალო გართობას უწოდებდნენ. მიუხედავად ამისა, გალკინს ერთხელად არ უთხოვია ალასთვის ფინანსური მხარდაჭერა, პირიქთ, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საყვარელი ქალისთვის საკუთარი სიძლიერე და მზრუნველობა ეჩვენებინა.
წყვილი 2011 წელს დაქორწინდა, 2013 წელს კი ტყუპები შეეძინა, რაშიც სუროგატი დედა დაეხმარა – იდეა ალა პუგაჩოვას გაუჩნდა. ჰარიმ და ლიზამ მხოლოდ გააძლიერეს ქორწინება. ახლა კი ვარსკვლავური მშობლების ინსტაგრამი სავსეა ექსკლუზიურად ბავშვების სურათებით. იუმორისტი ყველაფერს, რაც მათ შორის ხდება, მაგიას უწოდებს და არ მალავს: მისი ცოლი დედოფალია! ასაკობრივი სხვაობა არასოდეს აწუხებდა არც ალას და არც მაქსიმს. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის მათი ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გასაღები.